კაურისებრნი
იერსახე
| კაურისებრნი | ||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
სხვადასხვა სახეობის კაურის ნიჟარები | ||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||||
| Cypraeidae (Rafinesque, 1815) | ||||||||||||
| ||||||||||||
კაურისებრნი[1] (ლათ. Cypraeidae) — ზღვის წინალაყუჩიანი მოლუსკების ოჯახი. ნიჟარა (სიგრძე 15 სმ-მდე) კვერცხისებრია, მისი ზედაპირი გლუვია (იშვიათად წიბოვანი ან ხორკლიანი), მბრწყინავი, ჩვეულებრივ ფერადი, ხშირად მრავალფეროვანი ნახატებით; შესასვლელი ნაპრალისებრია, ნაოჭა ან დაკბილული კიდეებით. ცნობილია 200-ზე მეტი სახეობა. ბინადრობენ ძირითადად ტროპიკულ და სუბტროპიკულ თავთხელ წყლებში. იკვებებიან წყალში სხვადასხვა ზედაპირზე შემოზრდილი წყალმცენარეებითა და ცხოველური ორგანიზმებით. ზოგიერთი ხალხი კაურის ცალკეულ სახეობებს (Monetaria moneta, Monetaria annulus) იყენებდა ტანსაცმლის, საყოფაცხოვრებო და რელიგიური ნივთების მოსართავად, აგრეთვე გადახდის საშუალებად (პრიმიტიულ ფულად). კაურის ნიჟარა პოპულარული ობიექტია კოლექციონერებისათვის.[2]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Cypraeidae — ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი.
- ↑ Чесунов А. В. Каури // Большая российская энциклопедия. т. 13. — М., 2009. — стр. 377.