კატრენი
იერსახე
კატრენი (ფრანგ. quatrain - ოთხტაეპიანი ლექსი) - დასრულებული აზრის მქონე ოთხტაეპედი. ყველაზე გავრცელებული ფორმა სტროფისა, რომლისთვისაც დამახასიათებელია ჯვარედინი (abab), მოსაზღვრე (aabb) და რკალური (abba) რითმები.
კატრენი იხმარება - ეპიტაფიების, სენტენციების და ეპიგრაფებისათვის.