კატო სვანიძე
იერსახე
| კატო სვანიძე | |
|---|---|
|
| |
| დაბადების სახელი | ეკატერინე სვანიძე |
| დაბადების თარიღი |
2 აპრილი, 1885 ბაჯი, ქუთაისის გუბერნია |
| გარდაცვალების თარიღი |
5 დეკემბერი , 1907 (22 წლის) ტფილისი |
| ეროვნება | ქართველი |
| მეუღლე(ები) | იოსებ ჯუღაშვილი |
| შვილ(ებ)ი | იაკობ ჯუღაშვილი |
| მშობლები |
მამა: სვიმონ სვანიძე დედა: სეპორა დვალი |
| ნათესავები |
დები: საშიკო სვანიძე (1878-), მარიკო სვანიძე (1894-1942) ძმა: ალიოშა სვანიძე (1886-1941) |
ეკატერინა (კატო) სვიმონის ასული სვანიძე-ჯუღაშვილი (დ. 14 აპრილი, [ძვ. სტ. 2 აპრილი], 1885 — გ. 5 დეკემბერი [ძვ. სტ. 22 ნოემბერი], 1907) — იოსებ სტალინის პირველი მეუღლე და მისი ვაჟის, იაკობ ჯუღაშვილის დედა.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დიდგვაროვნის სვიმონ სვანიძისა და სეპორა დვალის ასული. ჰყავდა ძმა ალიოშა (1886) და ორი და საშიკო (1878) და მარიკო (1889). მუშაობდა მედღეურედ: მრეცხავად და მკერავად.
1904 წელს ცოლად გაჰყვა იოსებ ჯუღაშვილს. ჯვრისწერა ჩატარდა წმ. დავითის ტაძარში.
გარდაიცვალა 22 წლის ასაკში მუცლის ტიფისაგან. დაკრძალულია თბილისის კუკიის სასაფლაოზე.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საიმონ სებაგ-მონტეფიორე (2007). Young Stalin, ePub, Weidenfeld & Nicolson.
- სტეფან კოტკინი (2014). Stalin: Volume I: Paradoxes of Power, 1878-1928, ePub, Penguin Press. ISBN 978-1594203794.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Екатерина Сванидзе: Судьба Красоты YouTube-ზე (ეკატერინე სვანიძე: ლამაზმანის ბედი) (რუსული)
- კატო სვანიძე — rodovid.org