კატო მიქელაძე
| კატო მიქელაძე | |
|---|---|
|
| |
| დაბადების თარიღი |
18 სექტემბერი, 1878 კულაში, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია |
| გარდაცვალების თარიღი | 1942 |
| მოქალაქეობა |
|
| პროფესია | ქართველი ფემინისტი, ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე. |
კატო (ეკატერინე) მიქელაძე (დ. 18 სექტემბერი, 1878, კულაში — გ. 1942) — ქართველი პუბლიცისტი, ფემინისტი, ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დედის ნაადრევი გარდაცვალების შემდეგ, მამა სახლიდან წავიდა და პატარა კატო მოხუცმა ნათლიამ გაზარდა. დაწყებითი განათლება მან წმინდა ნინოს სასწავლებელში და ქუთაისის ქალთა გიმნაზიაში მიიღო, თუმცა სწავლის დასრულება ხელმოკლეობის გამო ვერ მოახერხა. მიიღო.
1900 წელს დაამთავრა საბებიო ინსტიტუტი და სამუშაოდ ცხინვალში გაემგზავრა. აქვე იგი დაუახლოვდაქართველ სოციალ-დემოკრატებს და ჩაერთო რევოლუციურ მოძრაობაში. ძირითადად აკრძალულ ლიტერატურას ავრცელებდა. 1903 წელს მარიამ დემურიას და ნატო გაბუნიას რეკომენდაციით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ მიქელაძე მოსკოვში გაგზავნა პედაგოგიურ კურსებზე სასწავლებლად. იქიდან 1906 წელს, სოფიო ამირეჯიბისა და ალექსანდრე ხახანაშვილის დახმარებით, ევროპაში გაემგზავრა. დაამთავრა ბრიუსელის უნივერსიტეტის სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი. შემდეგ პარიზში დასახლდა, სადაც 1915 წლამდე დარჩა და საფუძვლიანად გაეცნო ქალთა მოძრაობის ევროპულ გამოცდილებას.
1916 წელს სამშობლოში დაბრუნებული კატო მიქელაძე დაიწყო თანამოაზრეთა შემოკრებას და ქალთა უფლებებისათვის ბრძოლა. თანამშრომლობდა ეკატერინე გაბაშვილთან. 1917-1918 წლებში ჩამოაყალიბა რეგიონული ქსელი „ქალთა ლიგა“, რომელიც დასავლეთ საქართველოს ქალებს აერთიანებდა. გამოსცემდა და რედაქტორობდა გაზეთს „ხმა ქართველი ქალისა.“ გაზეთი 1918 წელს დაიხურა.
1918-1919 წლებში ცხოვრობდა გუდაუთაში, 1920 წელს - სიღნაღში მუშაობდა პედაგოგად. 1921 წლიდან დასახლდა თბილისში. 1930 წლიდან მუშაობდა ცენტრალურ არქივსა და რევოლუციის მუზეუმში, მოგვიანებით გაწევრიანდა მწერალთა კავშირში. ცხოვრობდა მატერიალურ გაჭირვებაში, 1940 წლიდან ფრანგული ენის კერძო გაკვეთილებით ირჩენდა თავს.
გარდაიცვალა 1942 წელს. პროცესიას სულ რამდენიმე ადამიანი მიუყვებოდა: მისი საფლავი დაკარგულად ითვლება.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კატო მიქელაძე: ქართული ფემინიზმის უცნობი ისტორიები, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი, თბილისი, 2013, ISBN 978-9941-0-6201-8
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]