კატოპულის ძეგლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კატოპულის ძეგლი
რუს. Памятник Катопули
კოორდინატები 47°12′27″N 38°54′13″E / 47.207441° ჩ. გ. 38.9035° ა. გ. / 47.207441; 38.9035
მდებარეობა ტაგანროგი, როსტოვის ოლქი, რუსეთი
დასრულების თარიღი 1872
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 6101304000

კატოპულის ძეგლი (რუს. Памятник Катопули) — ანგელოზის ფორმის მონუმენტი, რომელიც დგას ბერძნული წარმოშობის იტალიელი ვაჭრის ფილიპ კატოპულის აკლდამაზე. ძეგლი მდებარეობს ქალაქ ტაგანროგის ძველ საქალაქო სასაფლაოზე, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძეგლი დგას ვაჭარ კატოპულის ოთხთაღიანი აკლდამის თავზე. ცენტრალური თაღის ზედა ნაწილში გამოსახული იყო მედალიონები, კოლონების კუთხეებში მცენარის ფორმის ორნამენტებია გამოსახული. მთელი კონსტრუქცია სრულდება სწორკუთხოვანი გუმბათით. მწუხარე ანგელოზის ძეგლს კომლექსში შეაქვს სენტიმენტალობის ელემენტები. აკლდამის სიმაღლე ძეგლთან ერთად არის შვიდი მეტრი. მთელი კონსტრუქცია მოპირკეთებულია თეთრი მარმარილოს ფილებით. ანგელოზს ეკავა 30 სმ დიამეტრის მქონე ჯვარი[1].

ძეგლი აღმართეს 1872 წელს. იგი დაამზადეს იტალიაში და ნაწილნაწილ ჩამოიტანეს ტაგანროგში საზღვაო გზით[2]. ამჟამად ძეგლის თავდაპირველი სახე რამდენადმე შეცვლილია. ჯვარი რომელიც ანგელოზს ეკავა მონგრეულია, ასევე არ შემონახულა მედალიონი, ისევე როგორც მოსაპირკეთებელი თეთრი მარმარილოს დიდი ნაწილი. იესო ქრისტეს მცირე გამოსახულება, რომელიც განთავსებული იყო ჯვრის ცენტრალურ ნაწილში, ამჟამად გადატანალია სხვა სასაფლაოზე აკლდამის გვერდით. აკლდამის შესასვლელზე მძიმე რკინის კარია, რომელზეც არის წარწერა: „ფილიპ დიმიტრის ძე კოტოპული, დაიბადა 1814 წლის 23 დეკემბერს, გარდაიცვალა 1867 წლის 13 ივლისს“. აკლდამის ფანჯარა ამოქოლილია.

გავრცელებული ვერსიის თანახმად, აკლდამა მოხსენიებულია ანტონ ჩეხოვის ნაწარმოებში „იონიჩი“, როგორც იტალიელი საოპერო მომღერლის დიმეტის განსასვენებელი. თუმცა სარწმუნო წყაროები ამის შესახებ არ მოგვეპოვება[3].

ძეგლი წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის რეგიონალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს. აღნიშნული ძეგლების სიაში შეიტანეს როსტოვის საოლქო საბჭოს სახალხო დეპუტატთა 1992 წლის 18 ნოემბრის № 301 გადაწყვეტილების საფუძველზე. აღსანიშნავია, რომ როსტოვის ოლქის მთავრობის ოფიციალურ გვერდზე რეგიონალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში ძეგლი შეტანილი იყო, როგორც „დიმეტის საფლავზე არსებული ძეგლი, რომელიც აღწერა ანტონ ჩეხოვმა ნაწარმოებში იონიჩი“. 2016 წელს შეცდომა გაასწორეს და ამჟამად სიაში შეტანილია, როგორც „ფილიპე კატოპულის საფლავის მავზოლეუმი ანგელოზით, რომელიც აღწერა ანტონ ჩეხოვმა თავის ნაწარმოებში „იონიჩი“, როგორც დიმეტის ძეგლი“[4].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Кукушин В. С. «История архитектуры Нижнего Дона и Приазовья» — Ростов-на-Дону: ГинГо, 1996 — С. 275
  2. Энциклопедия Таганрога / Гл. ред. В. И. Тимошенко. — 2-е изд., перераб. и доп. — Ростов н/Д: Ростиздат, 2003. — 510, [1] с. : ил., [4] л. ил., портр., карт. — 3000 экз. — ISBN 5-7509-0662-0
  3. Рабочая поездка губернатора В. Ю. Голубева в г. Таганрог
  4. Усыпальница Ф. Д. Котопули