კატონა
იერსახე

კატონა (იტალ. Catona) — იტალიის ქალაქ რეჯო-დი-კალაბრიის კვარტალი, რომელიც სალიჩეს, ვილა-სან-ჯუზეპესა და როზალის კვარტლებთან ერთად მე-8 რაიონს მიეკუთვნება. 15 000 მოსახლით, იგი ქალაქის ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე ზონაა.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თავის ღვთაებრივ კომედიაში კატონა მოხსენიებული აქვს დანტე ალიგიერს.
შუა საუკუნეებში, კატონა ციხესიმაგრე იყო, სადაც გაიმართა ბრძოლა ანჟუელებსა და არაგონელებს შორის.
კულტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კატონის თეატრი მნიშვნელოვან როლს თამაშობს რეჯო-დი-კალაბრიის კულტურულ ცხოვრებაში. აქვე მდებარეობს წმინდა ფრანჩესკო დი პაოლას ეკლესია.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საიტი (იტალიური)
- კატონის ფრენბურთის გუნდის საიტი დაარქივებული 2017-10-08 საიტზე Wayback Machine. (იტალიური)