კატინი (ფილმი)
„კატინი“ | |
---|---|
![]() | |
დამდგმელი რეჟისორი | ანჯეი ვაიდა |
სცენარის ავტორი |
ანჯეი ვაიდა ვლადისლავ პასიკოვსკი |
როლებში |
ანჯეი ხირა არტურ ჟმიევსკი |
კომპოზიტორი | კშიშტოფ პენდერეცკი |
გამოსვლის თარიღი | 2007 |
ხანგრძლივობა | 118 წთ. |
ენა | პოლონური, გერმანული, რუსული |
კატინი (პოლ. Katyń) — ანჯეი ვაიდას მიერ 2007 წელს გადაღებული მხატვრული ფილმი, კატინის ხოცვა-ჟლეტის გარშემო მომხდარ მოვლენებზე. ფილმის ლიტერატურული საფუძველია ანჯეი მულარჩიკის მოთხრობა „Post Mortem - კატინის ისტორია“ (ლათინურად: Post Mortem - სიკვდილის შემდეგ). იგი 2007 წლის სექტემბერში გამოვიდა.
ფილმის სიუჟეტი 1939 წლის 17 სექტემბერს იწყება და 1945 წლის შემოდგომაზე მთავრდება. მას სინამდვილეში ოთხი მთავარი ხაზი აქვს. ეს არის ოთხი პოლონელი ოფიცრის ბედი და, უპირველეს ყოვლისა, მათი ნათესავების ბედი, რომლებმაც არ იციან სიმართლე, მაგრამ ხვდებიან და გრძნობენ. ეს არის ფილმი ქალებზე, რომლებიც ელოდებიან, არ სჯერათ საკუთარი ახლობლების სიკვდილის და არ კარგავენ იმედს…
ფილმი ანჯეი ვაიდამ 80 წლის ასაკში გადაიღო და ის მშობლების ხსოვნას მიუძღვნა. მისი მამა, იაკუბ ვაიდა, კატინში დაიღუპა.[1]
როლებში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ანჯეი ხირა — ეჟი, მე-8 პოლკის პორუჩიკი
- არტურ ჟმიევსკი — ანჯეი, მე-8 პოლკის როტმისტრი
- ვლადისლავ კოვალსკი — იანი, უნივერსიტეტის პროფესორი, ანჯეის მამა
- მაია კომოროვსკაია — მარია, ანჯეის დედა
- მაია ოსტაშევსკაია — ანა, ანჯეის ცოლი
- იან ენგლერტი — გენერალი
- დანუტა სტენკა — რუჟა, გენერლის ცოლი
- აგნეშკა კავიორსკაია — ევა, გენერლის და რუჟას ქალიშვილი
- პავლე მალაშინსკი — პეტრე ბაშკოვსკი, ავიაციის პორუჩიკი, ავიაკონსტრუქტორი
- აგნეშკა გლინსკაია — ირენა, პეტრეს და
- სერგეი გარმაში — პოპოვი, წითელი არმიის კაპიტანი
- ოლეგ სავკინი — შსსკ-ს ოფიცერი
- იოაჰიმ პაულ ასსბეკი — მიულერი, სს-ის ოფიცერი
- ოლგერდ ლუკაშევიჩი — კაპელანი
- კშიშტოფ გლობიში — ქიმიის პროფესორი
- ვიქტორია გონსევსკაია — ვერონიკა - „ნიკა“
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ А. Вайда. Кино и всё остальное. Пер. с польского. — М: Вагриус, 2005.
|