კატეხისწყალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან კატეხჩაი)
კატეხისწყალი
აზერ. Katexçay
სხვა სახელი კატეხჩაი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
სათავე აღმოსავლეთი კავკასიონი
41°44′56″ ჩ. გ. 46°40′07″ ა. გ. / 41.74889° ჩ. გ. 46.66861° ა. გ. / 41.74889; 46.66861
სათავის სიმაღლე 2840 მ
შესართავი ალაზანი
41°34′36″ ჩ. გ. 46°18′08″ ა. გ. / 41.57667° ჩ. გ. 46.30222° ა. გ. / 41.57667; 46.30222
შესართავის სიმაღლე 187 მ
სიგრძე 54 კმ
აუზის ფართობი 620 კმ²
მდინარის სისტემა ალაზანი → მტკვარი → კასპიის ზღვა
წყლის ხარჯი (საშ.) 9,9 მ³/წმ
კატეხისწყალი — აზერბაიჯანი
კატეხისწყალი
კატეხისწყალი
კატეხისწყალი — კახეთის მხარე
კატეხისწყალი
კატეხისწყალი
— სათავე, — შესართავი

კატეხისწყალი, კატეხჩაი[1] (აზერ. Katexçay) — მდინარე საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვარზე. ალაზნის მარცხენა შენაკადი. სათავე აქვს აღმოსავლეთ კავკასიონზე, მთა გუთნის სამხრეთ კალთებზე, ზღვის დონიდან 2840 მ სიმაღლეზე. შესართავის სიმაღლე 187 მ-ზეა. მარჯვნიდან ერთვის მდინარე ვერქეთელი და მუროვჩაი. სიგრძე 54 კმ, აუზის ფართობი 620 კმ², საშუალო წლიური ხარჯი 9,9 მ³/წმ.[2] ჩამონადენის 22 % მოდის წვიმაზე, 25 % თოვლზე, ხოლო 53 % მიწისქვეშა წყლებზე. ზემო დინებაში მიედინება ზაქათალის ნაკრძალის ტერიტორიაზე, სადაც აჩენს ჩანჩქერს. ქვემო დინებაში ვაკის მდინარეა. ღვარცოფულია.[3] მდინარის ხეობაშია კატეხის ეკლესია, აქვეა სოფელი კატეხი.[4]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ჯავახიანი 1. თბილისი, 2017
  2. Azərbaycanın hidroqrafiyası
  3. საინგილოს ზოგადი აღწერა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-04-12. ციტირების თარიღი: 2020-06-20.
  4. Топографическая карта масштаба 1:100 000 K-38-94