კატეხისწყალი
იერსახე
| კატეხისწყალი აზერ. Katexçay | |
|---|---|
|
| |
| სხვა სახელი | კატეხჩაი |
| ქვეყანა |
|
| სათავე |
აღმოსავლეთი კავკასიონი 41°44′56″ ჩ. გ. 46°40′07″ ა. გ. / 41.74889° ჩ. გ. 46.66861° ა. გ. |
| სათავის სიმაღლე | 2840 მ |
| შესართავი |
ალაზანი 41°34′36″ ჩ. გ. 46°18′08″ ა. გ. / 41.57667° ჩ. გ. 46.30222° ა. გ. |
| შესართავის სიმაღლე | 187 მ |
| სიგრძე | 54 კმ |
| აუზის ფართობი | 620 კმ² |
| მდინარის სისტემა | ალაზანი → მტკვარი → კასპიის ზღვა |
| წყლის ხარჯი (საშ.) | 9,9 მ³/წმ |
|
| |
კატეხისწყალი, კატეხჩაი[1] (აზერ. Katexçay) — მდინარე საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვარზე. ალაზნის მარცხენა შენაკადი. სათავე აქვს აღმოსავლეთ კავკასიონზე, მთა გუთნის სამხრეთ კალთებზე, ზღვის დონიდან 2840 მ სიმაღლეზე. შესართავის სიმაღლე 187 მ-ზეა. მარჯვნიდან ერთვის მდინარე ვერქეთელი და მუროვჩაი. სიგრძე 54 კმ, აუზის ფართობი 620 კმ², საშუალო წლიური ხარჯი 9,9 მ³/წმ.[2] ჩამონადენის 22 % მოდის წვიმაზე, 25 % თოვლზე, ხოლო 53 % მიწისქვეშა წყლებზე. ზემო დინებაში მიედინება ზაქათალის ნაკრძალის ტერიტორიაზე, სადაც აჩენს ჩანჩქერს. ქვემო დინებაში ვაკის მდინარეა. ღვარცოფულია.[3] მდინარის ხეობაშია კატეხის ეკლესია, აქვეა სოფელი კატეხი.[4]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ჯავახიანი 1. თბილისი, 2017
- ↑ Azərbaycanın hidroqrafiyası
- ↑ საინგილოს ზოგადი აღწერა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-04-12. ციტირების თარიღი: 2020-06-20.
- ↑ Топографическая карта масштаба 1:100 000 K-38-94