კატერინა მონზული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კატერინა მონზული
მშობლიური სახელი Катерина Володимирівна Монзуль
დაბადების თარიღი 5 ივლისი, 1981 (1981-07-05) (42 წლის)
ხარკოვი, უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, სსრკ
ეროვნება უკრაინელი
საქმიანობა საფეხბურთო მსაჯი
აქტიური 2004-დან ფიფას მიერ ლიცენზირებული
დამსაქმებელი ფიფა; უკრაინის ფეხბურთის ფედერაცია
სიმაღლე 167 სმ

კატერინა მონზული (დ. 5 ივლისი, 1981) — უკრაინელი საფეხბურთო მსაჯი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მონზული არის 167 სანტიმეტრი სიმაღლის. საუბრობს ინგლისურ ენაზე, დამთავრებული აქვს ხარკოვის ეროვნული მუნიციპალური ეკონომიკის აკაედიმია, არქიტექტურისა და ქალაქის დაგეგმარების განხრით.[1] პირველი საერთაშორისო შეხვედრა 2005 წლის სექტემბერში იმსაჯა, ერთმანეთის 2007 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში ფინეთისა და პოლონეთის ქალთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრებები დაუპირისპირდნენ.[2] პირველი ფინალური ტურნირი რომელზეც მონზულმა იმსაჯა იყო ქალთა 2009 წლის ევროპის ჩემპიონატი. 2011 წლის ქალთა მსოფლიო ჩემპიონატზე იყო მეოთხე მსაჯი.

2013 წლის ქალთა ევროპის ჩემპიონატზე იმსაჯა ნახევარფინალური შეხვედრა სადაც ერთმანეთს ნორვეგია და დანია დაუპირისპირდნენ. ამავე წელს მან იმსაჯა 2014 წლის უეფა-ს ქალთა ჩემპიონთა ლიგის ფინალი. 2014 წელს დასახელდა მეორე მსოფლიოს საუკეთესო ქალ მსაჯად ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციის მიერ.[3]

მონზულმა იმსაჯა 2015 წლის მსოფლიო ქალთა ჩემპიონატის გახსნითი შეხვედრა. სადაც ერთმანეთს კანადისა და ჩინეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებები დაუპირისპირდნენ.[4] 2015 წლის 5 ივლისს იმსაჯა 2015 წლის ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს აშშ და იაპონია შეხვდნენ. ამავე წელს ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ დაასახელა საუკეთესო ქალ მსაჯად.[5]

2016 წლის 3 აპრილს დაიწყო მუშაობა უკრაინის პრემიერ ლიგაში, სადაც იმსაჯა ოდესის „ჩერმნომორეცისა“ და „ვოლინ ლუცკის“ შეხვედრა. ამით გახდა პირველი ქალი მსაჯი რომელმაც უკრაინაში ელიტარულ დონეზე იმსაჯა კაცთა ლიგაში.[6]

2017 წლის ივნისში მონზულ დაინიშნა 2017 წლის ქალთა ევროპის ჩემპიონატის ოფიციალურ პირად.[7]

2018 წლის 3 დეკემბერს ცნობილი გახდა რომ ის იმსაჯებდა 2019 წლის ქალთა მსოფლიო ჩემპიონატზე.[8] ის იყო ერთ-ერთი იმ თერთმეტ მსაჯს შორის რომელმაც ტურნირის მერვედფინალური შეხვედრები იმსაჯა.[9]

2020 წლის ნოემბერში იმსაჯა უეფა-ს ერთა ლიგის შეხვედრა სადაც ერთმანეთს სან-მარინო და გიბრალტარი დაუპირსპირნდნენ.[10]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Murzina, Elena (23 January 2012). „Первая девушка-арбитр обставила мужчин“ (რუსული). Sobesednik. ციტირების თარიღი: 18 April 2015.
  2. Kateryna MONZUL. FIFA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 აპრილი 2015. ციტირების თარიღი: 17 April 2015
  3. THE WORLD’S BEST WOMAN REFEREE 2014. International Federation of Football History & Statistics (6 January 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 აპრილი 2015. ციტირების თარიღი: 18 April 2015
  4. „Women's World Cup 2015: Controversial penalty gives Canada win“. BBC Sport. 7 June 2015. ციტირების თარიღი: 7 June 2015.
  5. „THE WORLD’s BEST WOMAN REFEREE 2015“. IFFHS Official Website. 7 January 2016. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 დეკემბერი 2018. ციტირების თარიღი: 9 January 2016.
  6. „Вперше в історії матч футбольного чемпіонату України судитиме жінка ("The first time a woman will referee a match of Ukrainian Premier League")“. TSN.ua. 29 March 2016. ციტირების თარიღი: 4 August 2016.
  7. Women's EURO referees - the tournament's 17th team (22 June 2017). ციტირების თარიღი: 26 June 2019
  8. FIFA.com. FIFA Women's World Cup 2019™ - News - Match officials appointed for FIFA Women’s World Cup France 2019™ - FIFA.com en-GB. ციტირების თარიღი: 2019-06-24
  9. Refereeing - Media briefing (26 June 2019). დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 ივლისი 2019. ციტირების თარიღი: 26 June 2019
  10. All Female Referee Team to Officiate Gibraltar Match Against San Marino Gibraltar Chronicle. 11 November 2020. Retrieved 14 November 2020.