შინაარსზე გადასვლა

კატერინა ბოსნიელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დედოფალი კატერინას საფლავის ქვის გამოსახულება.

კატერინა ბოსნიელი (დ. 1425 — გ. 25 ოქტომბერი, 1478) — ბოსნიის დედოფალი, მეფე სტეფან ტომაშის ცოლი. იგი იყო სტეფან ვუკშიჩ-კოსაჩის, წმინდა საბას საჰერცოგოს ჰერცოგის, შვილი.

1461 წელს, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ გახდა ბოსნიის დედოფალი, მაგრამ ბოსნიაში ოსმალების შეჭრის შემდეგ იძულებული გახდა ქვეყნიდან გაქცეულიყო. მას ზოგჯერ უწოდებენ „ბოსნიის უკანასკნელ დედოფალს“.

გარდაიცვალა 1478 წელს რომში.