კატეგორიის განხილვა:სპირტიანი სასმელების მოხმარების დაწესებულებები

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ეს გვერდი არასწორი სახელწოდებითა შექმნილი და მსგავსი სახელწოდება არ არსებობს კვების დაწესებულებების სფეროში, არსებული გვერიდს სახელწოდება უნდა ჩანაცვლდეს "საკვებისა და სასმელების მოხმარების დაწესებულებები" --ლევან ქოქიაშვილი განხილვაწვლილი 04:38, 1 სექტემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

არაფერი არაა ჩასანაცვლებელი. კატეგორიები ლოგიკურადაა დაკავშირებული ერთმანეთთან. „საკვებისა და სასმელების მოხმარების დაწესებულებები“ სხვა კატეგორიაა, ეს კი სხვა. გიო ოქრო 10:11, 1 სექტემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
იხ. en:Category:Drinking establishments და სხვა ენების ბმულები. არაფერი არ არის შესაცვლელი. --ცანგალა 10:40, 1 სექტემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
თარგმანი არასწორია. ასევე, თქვენ მოყვანილ ინგლისურ მაგალითში აბსოლიტიურად სხვა მიმართულებებია ჩაშლილი ქართულში კიდევ სხვა. --ლევან ქოქიაშვილი განხილვაწვლილი 14:45, 1 სექტემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
თქვენი თარგმანი?--ცანგალა 16:44, 1 სექტემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
კითხვა მე დაგვსვით და მოხარული ვიქნები თუ მიპასუხებთ. კითხვა მარტივია: თვლით თუ არა თქვენივე მოყვანილი მაგალითის en:Category:Drinking establishments სწორ თარგმანად - სპირტიანი სასმელების მოხმარების დაწესებულებები ? --ლევან ქოქიაშვილი განხილვაწვლილი 18:32, 1 სექტემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
კატეგორიზაცია შეიძლება შესაბამისად გასწორდეს, მაგის გამო სახელის გადარქმევა არასწორია. Category:Drinking establishments — „საკვებისა და სასმელების მოხმარების დაწესებულებები“ ნამდვილად არ არის, სხვა ვარიანტის შემოთავაზება ყველას შეუძლია. გიო ოქრო 18:36, 1 სექტემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
მხოლოდ სასმელებია საკვების გარეშე — ნამდვილად .--ცანგალა 18:40, 1 სექტემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
ცანგალა თქვენი აზრით Category:Drinking establishments სწორი თარგმანია - „მხოლოდ სასმელებია საკვების გარეშე“ ?
მხოლოდ სასმელებია. საკვები არ არის მოხსენიებული --ცანგალა 19:25, 1 სექტემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
ცანგალა გთხოვთ შემომთავაზოთ თქვენი მოყვანილი მაგალითის: Category:Drinking establishments თარგმანის ვერისა ან თუ არ გაქვთ დამიდასტუროთ, რომ ეთანხმებით ამჟამად არსებულ „სპირტიანი სასმელების მოხმარების დაწესებულებები“ თარგმანის ვერსიას, ესეა ხომ? --ლევან ქოქიაშვილი განხილვაწვლილი 19:34, 1 სექტემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
სპირტიანი სასმელების მოხმარების დაწესებულებები — ამას ვემხრობი. ჩემი შექმნილი არ არის. თქვენს ვარიანტს რატომ არ წერთ?--ცანგალა 20:15, 1 სექტემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
ცანგალა თქვენ მომწერეთ პირველ სექტემბერს რომ არაფერი არ არის შესაცვლელიო და ეხლა კიდევ როდესაც გისვავთ კითხვას არ გაქვთ ზუსტი თარგმანის შესახებ პასუხი. აი თქვენი მოწერილი შენიშვნა: იხ. en:Category:Drinking establishments და სხვა ენების ბმულები. არაფერი არ არის შესაცვლელი. --ცანგალა 10:40, 1 სექტემბერი 2020 (UTC) აუცილებლად შესაცვლელია და გთხოვთ დამიდასტუროთ ეს, შემდეგ უკვე ვიმსჯელოთ ზუსტ თარგმანზე და რათქმაუნდა ჩემს ვერსიაც მოგწერთ. კეთილი სურვილებით --ლევან ქოქიაშვილი განხილვაწვლილი 04:51, 3 სექტემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]