კატეგორიის განხილვა:სნუკერისტები

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აქამდე რატომღაც არ დავფიქრებულვარ, მაგრამ „მესნუკერე“ უფრო მართებული ხომ არ იქნება? სნუკერი საერთოდ არ არის საქართველოში პოპულარული და ცნობილი, შესაბამისად, არ არსებობს არც დამკვიდრებული ტერმინები და არც ავტორიტეტული წყაროები ტერმინებისა, ამიტომ დამოუკიდებლად თუ ვიმსჯელებთ, „მესნუკერე“ სჯობს „სნუკერისტს“, რადგან „-ისტი“ არ არის ქართული დაბოლოება. მართალია, არაერთგან გამოიყენება, მაგრამ ძირითადად რაღაციზმის მიმდევრის აღსანიშნავად და არა დამოუკიდებელ ტერმინად. „მე-“ „-ე“ კი ქართული წინსართ-ბოლოსართებია, ჟღერადობითაც მშვენივრად ჯდება და არ ქმნის რაიმე დისკომფორტს. კარგი იქნება, თუკი ამ ტერმინს ქართული ენისთვის უფრო შესაფერისად დავამკვიდრებთ. ეს ეხება არა მხოლოდ ამ კონკრეტულ კატეგორიას. სნუკერის ყველა სტატიასა თუ თარგში იქნება შესაცვლელი/გადასატანი.--SHOTHA [UT] 11:36, 28 ოქტომბერი 2015 (UTC)[უპასუხე]

მე ვფიქრობ, რომ ძალიან ცუდად ჟღერს. არის საერთაშორისო სიტყვები რომლებსაც ქართული თავსართ-ბოლოსართი ძალიან ამახინჯებს და ესეც ერთ-ერთი მათგანია. ანალოგიურად იქნება ესენიც ჰოკეისტი, ძიუდოისტი და კიდევ უამრავი. ჩემი აზრით თუ ტერმინი თუ ქართულად არ ითარგმნება ჯობია უცხოურის შესაბამისად ისტ-ით ბოლოვდებოდეს.--დათო1010 11:41, 28 ოქტომბერი 2015 (UTC)[უპასუხე]
საქმეც ეგ არის, რომ სულაც არ ჟღერს ცუდად. ყოველ შემთხვევაში, მე ასე მგონია. ამდენი სტატიის გადამკიდე „სნუკერისტს“ ვარ შეჩვეული, მაგრამ „მესნუკერე“ მაინც არ მეუცხოება--SHOTHA [UT] 11:44, 28 ოქტომბერი 2015 (UTC)[უპასუხე]