შინაარსზე გადასვლა

კატეგორიის განხილვა:პედერასტი გმირები და ღვთაებები

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ეს სიტყვა ჩემი აზრით არ უნდა იყოს ენციკლოპედიაში. ეს ერთი. მეორე: ეს მითოლოგიაში არ უნდა იყოს? --გრიგოლ 18:12, 16 ოქტომბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

ვაიმე. კატეგორია:ჰომოსექსუალი გმირები და ღვთაებები ბერძნულ მითოლოგიაში უნდა გადავიტანოთ--შოთა [UT] 13:41, 31 აგვისტო 2013 (UTC)[უპასუხე]

და ისე რატომ? ინგლისურ ენაში მაგალითად, სიტყვა პედერასტი მიღებულია. მე მთლად ასე მგონია - იქნებ გამართულად დავწეროთ და დავარქვათ - მამათმავალი გმირები და ღვთაებები? პედერასტიის ანალოგი ეგ სიტყვაა. --Henry McClean განხილვაწვლილი 14:07, 31 აგვისტო 2013 (UTC)[უპასუხე]

კატეგორია:მამათმავალი გმირები და ღვთაებები ბერძნულ მითოლოგიაში?--შოთა [UT] 12:03, 21 სექტემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]
მარტო ბერძნულში? იყოს ზედა კატეგორია ერთი და მერე ბერძნულიც და სხვებიც (თუ არის). --Henry McClean განხილვაწვლილი 12:16, 21 სექტემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

ლესბოსელი ღვთებები არიან? თუ კი მაშინ ტერმინი მამათვალიც არ გამოდგება --M. განხილვაწვლილი 11:28, 22 სექტემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

პედერასტიის სინონიმია მამათმავლობა. არიან ლესბოსელებიც, თუ არ ვცდები. პედერასტია, როგორც მახსოვს, არის მამაკაცებს შორის ურთიერთობა. არა? --Henry McClean განხილვაწვლილი 11:49, 22 სექტემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

კატეგორია:ლგბტ გმირები და ღვთაებები ბერძნულ მითოლოგიაში არ ივარგებს?--JABA 1977 14:49, 22 სექტემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

საქმე იმაშია, რომ ეს ინგლისურ ენაში წარმოშობილი აკრონიმია და თანაც გამოიყენება 90იანი წლებიდან. --Henry McClean განხილვაწვლილი 14:52, 22 სექტემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

თუმცა პრაქტიკაში გამოიყენება: კატეგორია:ლგბტ და კატეგორია:ლგბტ სანავიგაციო თარგები. --JABA 1977 14:57, 22 სექტემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]
ჰო მე იმაზე მაქვს საუბარი, ლგბტ არეში კატეგორიზაციისას (ტერმინის გამო) ექცევა თუ არა ასეთი არსებები/ადამიანები. მართალია, ინგლისურში იყენებენ, მაგრამ ჩვენთან როგორ იქნება ეს საქმე, თორემ მე მომხრე ვარ, მოკლეც არის და მომცველიც. --Henry McClean განხილვაწვლილი 15:02, 22 სექტემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

ვემხრობი სათაურს: მამათმავალი გმირები და ღვთაებები.--Saliner 21:25, 21 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]

ამ კატეგორიაში არის იმ გმირებზე სტატიები, რომლებიც მამაკაცებთან ამყარებდნენ სექსუალურ აქტს, არა აუცილებლად პედარასტები (სხვა ცნებაა), ამიტომ ვფიქრობ, უნდა იყოს სათაური ასე: მამათმავალი გმირები და ღვთაებები--Saliner 16:56, 23 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]

თავიდან ვფიქრობდი, რომ უმჯობესი იქნებოდა ჰომოსექსუალი გმირები და ღმერთები-ზე გადაგვეტანა, მაგრამ რადგანაც კატეგორიაში თავმოყრილ პერსონაჟთგან ყველა მამრობითი სქესისაა, ვფიქრობ მამათმავალი გმირები და ღვთაებები ოპტიმალურია.

PS. ბარემ აქვე ვიკითხავ, რამდენად სწორად მიგაჩნიათ, რომ საკმაოდ ხშირად სტატია ერთიანდება ისეთ კატეგორიაში, რომელთანაც მისი კავშირის შესახებ თავად სტატიაში არაფერია ნათქვამი. მაგალითად, თუნდაც ამ კატეგორიაში მოქცეულ სტატიებში თითქმის არსადაა ნახსენები, რომ პირი, რომლის შესახებაცაა სტატია მამათმავალი იყო. მესმის, რომ ძირითადად კატეგორიზაცია უცხოენოვანი ვერსიის მიხედვით ხდება, მაგრამ ხომ არ თვლით, რომ ასეთ შემთხვევაში სტატიებშიც უნდა აღინიშნოს ხოლმე მათი ამ კატეგორიისადმი კუთვნილების შესახებ თუნდაც ორი სიტყვით.--ILIA განხილვა 17:13, 23 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]

თითქმის ყველა შეესაბამება. მხოლოდ აგამემნონსა და ბორეაზე ვერ ვნახე ვერაფერი მაკომპრომიტირებელი :). გადატანა რა საჭიროა, ესენი ამოიღეთ უბრალოდ და ჰომოსექსუალებზეც ცალკე შექმენით კატეგორია, თუ გნებავთ.--Tornike 17:26, 23 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]

ჰომოსექსუალზე არა, მამათმავლებზე ცალკე უნდა იყოს. ლესბოსელებზე, ალბათ, ცალკე კატეგორია იქნება საჭირო. რატომ უნდა ამოვიღოთ აქედან სტატიები, თუ იყვნენ მამათმავლები?--Saliner 17:36, 23 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]

მგონი არასწორად გაიგეთ ჩემი პოზიცია, ის კი არ მიგულისხმია, რომ კატეგორია ტყუილად აქვთ მიწერილი და სინამდვილეში სხვაგვარად იყო, მხოლოდ იმის თქმა მინდოდა, რომ თავად სტატია არ იძლევა ამის ინფორმაციას და კატეგორიაც ხშირად იმ წყაროს მიხედვითაა ჩასმული, რომელიც უცხოურ სტატიაშია. ამას იმიტომ ვამბობ, რომ, შესაძლოა, მომხმარებელს გაუჩნდეს კითხვა თუ რატომ აქვს თუნდაც ეს კატეგორია მიწერილი მაგალითად ზევსს, როდესაც სტატიაში ზევსი ამის შესახებ არაფერია ნათქვამი. არა იმიტომ, რომ ეს ფაქტი არ შეესაბამება სიმართლეს, არამედ იმიტომ, რომ ამის წყარო უბრალოდ არაა სტატიაში.--ILIA განხილვა 17:40, 23 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]

ზუსტად გაგიგე, ილია. მე უბრალოდ თორნიკეს ვიპასუხე მხოლოდ. ეგ საკმაოდ მნიშვნელოვანი თემაა. ვფიქრობ, თუ რომელიმე სტატიის ამა თუ იმ კატეგორიაში ყოფნისთვის რაიმე წყარო ვერ მოვნახეთ, უნდა ამოვიღოთ. აქ, როგორც თორნიკემ დაწერა, მარტო ორ მათგანზეა გადასამოწმებელი.--Saliner 17:49, 23 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]
კატეგორიების შესაბამისი ინფორმაციის სტატიაში ჩამატება კარგი იქნებოდა, მაგრამ ამოღებას ვეწინააღმდეგები. კატეგორიზაცია საჭიროა მსგავსი თემატიკის მატარებელი სტატიების თავმოსაყრელად და მომხმარებელთათვის ძებნის გასამარტივებლად, მიუხედავად იმისა, თუ რა ფაქტები წერია სტატიაში.--SHOTHA [UT] 19:00, 23 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]
სრულად ვიზიარებ შოთას აზრს. რაც შეეხება სახელს, დავიცდი სამი დღე და საწინააღმდეგო აზრი თუ არ დაფიქსირდა, გადავიტან.--Saliner 19:06, 23 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]
მეც გეთანხმებით, რომ კატეგორიები არ უნდა ამოვიღოთ, მხოლოდ თქვენი აზრი მაინტერესებდა ამასთან დაკავშირებით. ალბათ მართლაც უკეთესი იქნება, თუ კატეგორიის ჩასმისას ვეცდებით, რომ შესაბამისი ინფორმაციაც იყოს სტატიაში, სულ ესაა ვიღიმი--ILIA განხილვა 19:16, 23 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]
რა სამი დღე დაიცდი? აგემემნონი და ბორეა ამოვიღე, ახლა ამიხსენი ეს კატეგორია რატომ არ უნდა არსებობდეს. P.S. თან მეგონა მამათმავალზე შევთანხმდით, რომ ტერმინია რომელსაც ადრე ვიყენებდით და ახლა პრაქტიკული მნიშვნელობა დაკარგული აქვს. იხ. მამათმავლობა--Tornike 18:14, 25 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]
არანაირი მნიშვნელობა ტერმინ მამათმავლობას დაკარგული არ აქვს! ზუსტი სინონიმია გეის და დღემდე მიღებულია ქართულ სალიტერატურო ენაში. რაც შეეხება რატომ ვფიქრობ, რომ ეს სათაური არ უნდა ჰქონდეს - იმიტომ, რომ ტერმინი პედერასტი უფრო ვიწრო ტერმინია და ეს ღვთაებები არ იყვნენ უბრალოდ პედერასტები („ბიჭების მოყვარული“), არამედ მამათმავლები.--Saliner 19:48, 25 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]
იყვნენ. ვიწრო რა შუაშია? განსხვავებულია და შესაბამისად აქვს არსებობის უფლება, თანაც რაც მთავარია პედერასტია ანტიკურ საბერძნეთთან ასოცირებული ფენომენია და სწორედ ამიტომ არსებობს ასეთი კატეგორია, თორემ არამგონია რომელიმე სხვა ვიკის ანალოგიური კატეგორია ჰქონდეს ჰომოსექსუალიზმზე.--Tornike 00:59, 26 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]
გადახედე ამ კატეგორიის საერთაშორისო ბმულებს: ყველას სხვადასხვა რამე ჰქვია: სლოვენიურში — ჰომოსექსუალი გმირები და ღვთაებები, ესპერანტოში საერთოდ ფედოფილია მითოლოგიაში. ჩვენთან ამ კატეგორიაში გაერთიანებული გვყავს გმირები და ღვთაებები, რომლებიც ჰომოსექსუალები, უფრო ზუსტად კი მამაკაცი ჰომოსექსუალები, ანუ გეი, იგივე მამათმავლები იყვნენ. ამიტომაც უნდა ერქვას კატეგორიას: მამათმავალი გმირები და ღვთაებები.--Saliner 01:15, 26 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]
ჰომოსექსუალი უწერია ყველა ვიკის :) ეს სიტყვა ნამდვილად არ არის გამოყენებული იქ----ჯეო2007განხილვაწვლილი 09:12, 7 ივნისი 2021 (UTC)[უპასუხე]

რამდენი გვიმსჯელია თურმე ამაზე :დდ ინგლისურიდან წამოღებული სახელი იყო, სადაც განიხილეს და წაშალეს ეს კატეგორია. ვიკიმონაცემებში რაღაც გაურკვევლობაა, ზოგან ჰომოეროტიულობა, ზოგან ჰომოსექსუალობა, ზოგან პედოფილია, ზოგან ბერძნულში, ზოგან ზოგადად. მოკლედ, ძალიან დომხალია. ჩემი აზრით, ამ კატეგორიის ქართულ ვარიანტად უნდა ვაქციოთ — კატეგორია:ლგბტ თემები ბერძნულ მითოლოგიაში--შოთა (განხილვა) 20:59, 6 დეკემბერი 2021 (UTC)[უპასუხე]

თუ არავინაა წინააღმდეგი, შევქმნი კატეგორიას კატეგორია:ლგბტ თემები ბერძნულ მითოლოგიაში, სტატიებს იქ გადავიტან და ეს კატეგორია წავშალოთ--შოთა (განხილვა) 06:07, 7 იანვარი 2022 (UTC)[უპასუხე]