კატეგორიის განხილვა:თიღვის მუნიციპალიტეტის ისტორიული სოფლები

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საერთოდ თიღვის მუნიციპალიტეტის შიდა ქართლის მხარეში არსებობა საკამათო და ნაკლებად სავარაუდოა. შიდა ქართლის მხარის მუნიციპალიტეტებში არ არის არც თიღვა, არც ქურთა, არც ერედვი. გიო ოქრო 19:55, 16 იანვარი 2020 (UTC)[უპასუხე]

ქურთის და ერედვის სტატიაში წერია: დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული აღმოსავლეთ საქართველოში, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. გორი კი შიდა ქართლია. ასევე იგულისხმება თიღვის მუნიციპალიტეტი ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და ქარელიც შიდა ქართლია. --Wiki - ჯაბა 20:23, 16 იანვარი 2020 (UTC)[უპასუხე]
მუნიციპალიტეტი მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში არ არსებობს :) ქე ამ შემთხვევაში „ურევს“ რაღაცეებს. ფაქტია, რომ შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებში არ წერია არც ერთი. გიო ოქრო 05:11, 17 იანვარი 2020 (UTC)[უპასუხე]
პასუხი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან: „ახალგორის, ერედვის, ქურთისა და თიღვის მუნიციპალიტეტებს აქვთ დამოუკიდებელი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის სტატუსი და როგორც იცით, ისინი არიან საქართველოს მუნიციპალიტეტები.“ მხარეების შესახებ ვკითხე, მაგრამ ზუსტი პასუხი არ მიმიღია: „საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების საკითხები განისაზღვრება შესაბამის ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის აღდგენის შემდეგ.“ ახალგორის მუნიციპალიტეტი მცხეთა-მთიანეთია (http://www.mtskheta-mtianeti.gov.ge/), დანარჩენები არცერთ მხარეში არ შედიან. გიო ოქრო 18:16, 17 იანვარი 2020 (UTC)[უპასუხე]