კატეგორიის განხილვა:აფხაზთა სამეფოს მეფეები

Page contents not supported in other languages.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სწორია: კატეგორია:აფხაზთა მეფეები!--Lasha-george განხილვაწვლილი 12:52, 2 მარტი 2020 (UTC)პასუხი[უპასუხე]

და აფხაზთა სამეფოს მეფეები რატომ არის არასწორი? --Wiki - ჯაბა 05:51, 11 მარტი 2020 (UTC)პასუხი[უპასუხე]
ვიფიქრე ანალოგიური უცხოენოვანი გვერდების მსგავსად უნდა დაგვეწერა.--Lasha-george განხილვაწვლილი 06:52, 11 მარტი 2020 (UTC)პასუხი[უპასუხე]

არ მესმის საქართველოს ისტორიის რატომ უნდა ვწერდეთ უცხოენოვანი ვიკიპედიის მიხედვით? --Wiki - ჯაბა 06:53, 11 მარტი 2020 (UTC)პასუხი[უპასუხე]

კარგი, შევეშვათ უცხოენოვნებს, ჩვენ ხომ არ ვწერთ ქართველთა სამეფოს მეფეებს? – ვწერთ ქართველთა მეფეებს ან/და საქართველოს სამეფოს მეფეებს? – ვწერთ საქართველოს მეფეებს!--Lasha-george განხილვაწვლილი 06:56, 11 მარტი 2020 (UTC)პასუხი[უპასუხე]

იცით რაშია საქმე? აფხაზთა მეფე და აფხაზთა სამეფოს მეფე ძალიან განსხვავდება ერთმანეთისაგან. ამ საკითხზე ჩემზე და შენზე ადრე ისტორიკოსმა მეცნიერებმა იფიქრეს და შენს შემოთავაზებულ ვარიანტში გარკვეული საფრთხეები დაინახეს. --Wiki - ჯაბა 07:00, 11 მარტი 2020 (UTC)პასუხი[უპასუხე]

საფრთხე? ამის შესახებ არ მსმენია. ყოველ შემთხვევაში მაშინ დამოუკიდებელი აფხაზეთის სამეფო იყო და ეს ისტორიაა და ვერ წავშლით.--Lasha-george განხილვაწვლილი 07:05, 11 მარტი 2020 (UTC)პასუხი[უპასუხე]

და შლის ვინმე? --Wiki - ჯაბა 07:16, 11 მარტი 2020 (UTC)პასუხი[უპასუხე]

მე ტერმინზე ვლაპარაკობ ჯაბა.--Lasha-george განხილვაწვლილი 07:25, 11 მარტი 2020 (UTC)პასუხი[უპასუხე]

მე ვერაფერს ვუწუნებ არსებულ ტერმინსაც. --Wiki - ჯაბა 07:37, 11 მარტი 2020 (UTC)პასუხი[უპასუხე]

მე ჩემი აზრი დავაფიქსირე.--Lasha-george განხილვაწვლილი 07:41, 11 მარტი 2020 (UTC)პასუხი[უპასუხე]

თუ დაუკვირდები შენივე ნათქვამებს საკმაოდ ალოგიკური გამოდის: ჯერ გგონია, რომ უცხოური ვიკიპედიის მიხედვით უნდა ვწეროთ საქართველოს ისტორიის კატეგორიები. მერე ამტკიცებ რომ ვწერთ საქართველოს მეფეებსო, დიახ ვწერთ და საქართველოს მეფე აღნიშნავს ქვეყნის (საქართველოს) მეფეს და ამავდროულად მიმტკიცებ, რომ უნდა იყოს აფხაზთა (ერის) მეფე. არადა თუ ვწერთ საქართველოს (როგორც ქვეყნის) მეფეს ანალოგიურად უნდა ვწერდეთ აფხაზეთის სამეფოს (ქვეყნის) მეფეებს. ახლა სხვაიანირადაც გეტყვი: საქართველო არის სახელმწიფო, აფხაზთა სამეფო არის სახელმწიფო. ჩვენ არ ვწერთ ქართველების მეფეებს და არ დავწერთ აფხაზთა მეფეებს. მე დავასრულე! --Wiki - ჯაბა 07:47, 11 მარტი 2020 (UTC)პასუხი[უპასუხე]