კატა ლეოპოლდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„კატა ლეოპოლდი“
რეჟისორი ანატოლი რეზნიკოვი
კომპოზიტორი ბორის საველიევი
სტუდია ეკრანი
პრემიერა 1975
ქვეყანა სსრკ, რუსეთი

კატა ლეოპოლდი (რუს. Кот Леопольд) — საბჭოთა ანიმაციური სერიალი კატისა და თაგვების შესახებ.

სერიალის ყველა ეპიზოდში აღწერილია კეთილი კატა ლეოპოლდის ცხოვრების ერთი დღე. მის გაღიზიანებას ყოველთვის ცდილობს ორი თაგვი. ყველა მათი მცდელობა, კატას გაუფუჭონ განწყობა, როგორც წესი, წარუმატებელია და ეპიზოდის ბოლოს თავად ზარალდებიან. კატა მათ შეცდომებს ყოველთვის პატიობს და ყოველი ეპიზოდი სრულდება მისი ფრაზით - „მოდით, მეგობრულად ვიცხოვროთ“ (რუს. Ребята, давайте жить дружно).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]