კატარის დიპლომატიური კრიზისი (2017)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
2017 წლის არაბულ-კატარული დიპლომატიური კრიზისი
კატარის საგარეო ურთიერთობების ნაწილი

  ქვეყნები, რომლებმაც კატართან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტეს: საუდის არაბეთი, ბაჰრეინი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ეგვიპტე, ლიბია, მალდივები, მავრიტანია და იემენი
  ქვეყნები, რომლებმაც კატართან დიპლომატიური ურთიერთობების დონე დაწიეს: იორდანია, ჯიბუტი და სენეგალი
თარიღი 2017—2019
მდებარეობა კატარი
მხარეები
კატარის დროშა კატარი
მხარდაჭერილი:
თურქეთის დროშა თურქეთი[1]

გერმანიის დროშა გერმანია[2]
ირანის დროშა ირანი

საუდის არაბეთის დროშა საუდის არაბეთი

არაბთა გაერთიანებული საამიროების დროშა არაბთა გაერთიანებული საამიროები
ბაჰრეინის დროშა ბაჰრეინი
ეგვიპტის დროშა ეგვიპტე
მალდივის კუნძულების დროშა მალდივები
იემენის დროშა იემენი
მავრიტანიის დროშა მავრიტანია
კომორის კუნძულების კავშირის დროშა კომორები
მხარდაჭერილი:
ლიბიის დროშა ლიბია
ჯიბუტის დროშა ჯიბუტი
სენეგალის დროშა სენეგალი
იორდანიის დროშა იორდანია
ჩადის დროშა ჩადი
გაბონის დროშა გაბონი

2017 წლის კატარის დიპლომატიური კრიზისი დაიწყო 2017 წლის 5 ივნისის დილით, როდესაც არაბული სამყაროს რამდენიმე ქვეყანამ კატართან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტა. ეს ქვეყნებია: საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ბაჰრეინი, ეგვიპტე, მალდივები და მავრიტანია. იორდანიამ კი კატართან დიპლომატიური ურთიერთობების დონე დაწია. ურთიერთობების დაწევისას ვაჭრობასა და მოგზაურობაზე აკრძალვაც შემოიღო.

საუდის არაბეთმა და სხვა ქვეყნებმა გააკრიტიკეს კატარი ალ-ჯაზირას, კატარის ირანთან ურთიერთობებისა და ტერორისტული ორგანიზაციების დაფინანსების გამო. თავის მხრივ კატარმა უარყო ტერორიზმის მხარდაჭერა. აღსანიშნავია, რომ კატარი ასევე დაეხმარა აშშ-ს ტერორის წინააღმდეგ ომში და დაიშის წინააღმდეგ სამხედრო ინტერვენციის დროს.

თურქეთმა, რუსეთმა და ირანმა მხარეებს მოუწოდეს კრიზისი დიალოგის გზით მოაგვარონ. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი კატარი გააკრიტიკა და საუდის არაბეთს მხარი დაუჭირა. სხვა ქვეყნები, როგორიცაა პაკისტანი, დაპირისპირებული მხარეების მხრიდან განიცდიდნენ ზეწოლას, მაგრამ ნეიტრალურები დარჩნენ.

კრიზისის გამომწვევი მოვლენები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიპლომატიური კრიზისის ზუსტი მიზეზები უცნობია, თუმცა ზოგიერთი საინფორმაციო საშუალების ცნობით, ამის მიზეზი შეიძლება ყოფილიყო 2017 წლის აპრილში და მაისში მომხდარი რამდენიმე მოვლენის შედეგი.

შიიტ და სუნიტ მებრძოლებთან მოლაპარაკებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2017 წლის აპრილში, კატარი ჩართული იყო გარიგებაში სუნიტ და შიიტ ბოევიკებთან ერაყსა და სირიაში. გარიგებას ორი მიზანი ჰქონდა, სადაც დაუყოვნებლივი მიზანი იყო შიიტი ბოევიკების მიერ გატაცებული 26 კატარელი მძევლის (მათ შორის კატარის სამეფო ოჯახის წევრების) დაბრუნების, რომლებიც 16 თვის განმავლობაში ტყვეობაში იმყოფებოდნენ.[3] მეორე მიზანი იყო სირიაში შიიტი და სუნიტი მებრძოლების იძულება ჰუმანიტარული დახმარების გაწევისა და სამოქალაქო პირების უსაფრთხო ევაკუაციის საშუალების უზრუნველყოფა. ნიუ-იორკ ტაიმსის განცხადებით, ამ გარიგების მეშვეობით, სირიის სოფელ მადაიდან მინიმუმ 2000 მშვიდობიანი მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა. ეს აღაშფოთა საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები, განსაკუთრებისთ გადახდილი ფულადი თანხის გამო. Financial Times-ის მიხედვით, კატარი ერაყში ირანულ-შიიტური ბოევიკებისთვის 700 მილიონი დოლარი გადაიხადა, ხოლო 120-140 მილიონი დოლარი ტაჰრირ ალ-შამს და 80 მილიონი დოლარი აჰრარ ალ-შამს გადაუხადა.[4]

ერ-რიადის სამიტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2017 წლის მაისის ბოლოს გამართულ ერ-რიადის სამიტის ფარგლებში, მსოფლიოს ბევრი ლიდერი, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რეგიონს ეწვია. ტრამპმა მხარი დაუჭირა საუდის არაბეთის ძალისხმევას ირანის ისლამური ექსტრემისტული დაჯგუფებების, მისი მარიონეტული რეჟიმების ჰეზბოლასა და მუსლიმთა საძმოს წინააღმდეგ ბრძოლაში, რაც ქვეყნებს შორის იარაღის შეთანხმების ხელმოწერით დასრულდა. ტრამპის მხარდაჭერამ, შესაძლოა სხვა სუნიტ ქვეყნებს სტიმული მისცა საუდის არაბეთთან ერთად, კატარის წინააღმდეგ პოზიციის დაკავებაში.

ჰაკერული თავდასხმა კატარულ საიტებზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კატარის საინფორმაციო სააგენტოს ვებ-გვერდი და სხვა სამთავრობო მედია პლატფორმების ვებ-გვერდები, 2017 წლის მაისში ჰაკერული თავდასხმის მიზანი გახდა. კატარული ალ-ჯაზირას განცხადებით, ჰაკერებმა კატარის ახალი ამბების სააგენტოში ყალბი ამბები გამოაქვეყნეს, რომელიც კატარის ემირის შეიხ ტამიმ ბინ ჰამად ალ-თანის სახელით გავრცელდა, რომელმაც ვითომ ირანს, ჰამასს, ჰეზბოლასა და ისრაელს მხარი დაუჭირა.[5] კერძოდ განცხადებაში ნათქვამი იყო: „ირანი წარმოადგენს რეგიონალურ და ისლამურ ძალას, რომელიც არ შეიძლება იგნორირებული იყოს და უაზრობაა მის მიმართ წინააღმდეგობის გაწევა. ირანი არის რეგიონის სტაბილიზაციის დიდი ძალა.“ ოფიციალური დოჰის ინფორმაციით, ეს განცხადებები ყალბია და არ იციან მათ წარმომავლობას.[6][7] მიუხედავად ამისა, ეს ყალბი ამბები ფართოდ გავრცელდა სხვადასხვა არაბულ საინფორმაციო საშუალებებში, მათ შორის არაბთა საამიროებში მაუწყებელ Sky News Arabia-სა და Al Arabiya-ზე. 2017 წლის 3 ივნისს, ჰაკერებმა ბაჰრეინის საგარეო საქმეთა მინისტრის ხალიდ ბინ აჰმედ ალ-ხალიფას Twitter-ის ანგარიშიც გატეხეს.[8]

აშშ-ის უსაფრთხოების სააგენტოების მიერ შეგროვებული სადაზვერვო ინფორმაცია მიუთითებს, რომ თავდასხმის უკან რუსი ჰაკერები არიან.[9][10] თუმცა, აშშ-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა „ნიუ-იორკ ტაიმთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ „გაურკვეველია, იყო თუ არა ჰაკერები სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულები“. გამოძიების ფედერალური ბიურო დოჰაში გამომძიებელთა ჯგუფი გაგზავნა, რათა დაეხმარონ კატარის მთავრობას ინციდენტის გამოძიებაში.[11]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Turkey's Tayyip Erdogan criticises Qatar sanctions. Al Jazeera. ციტირების თარიღი: 7 June 2017.
  2. „German Foreign Minister Voices Support for Qatar, Bashes Trump“. Handelsblatt. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-09-03. ციტირების თარიღი: 2017-06-07.
  3. „Big Ransom and Syria Deals Win Release of Royal Qatari Hunters“.
  4. Erika Solomon, The $1bn hostage deal that enraged Qatar’s Gulf rivals: Doha reportedly paid al-Qaeda affiliate and Iran to win release of royal hunting party, Financial Times (June 5, 2017).
  5. „Saudi Arabia, UAE, Egypt, Bahrain cut ties to Qatar“. AlJazeera.com. 5 June 2017. ციტირების თარიღი: 5 June 2017.
  6. "Hack, fake story expose real tensions between Qatar, Gulf". Fox News. 24 May 2017.
  7. "Trump's 'Arab NATO' Vision is a Desert Mirage". Stratfor. 31 May 2017.
  8. Bahrain minister briefly hacked after Qatar cyber attack. Phys.org (3 June 2017). ციტირების თარიღი: 5 June 2017.
  9. Evan Perez & Shimon Prokupecz, US suspects Russian hackers planted fake news behind Qatar crisis, CNN (6 June 2017).
  10. Patrick Wintour, Russian hackers to blame for sparking Qatar crisis, FBI inquiry finds (7 June 2017).
  11. Ministry of the Interior Statement on Piracy Crime on Qatar News Agency Website.