კატარინა შვედი (1539-1610)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
კატარინა შვედი
Katarina, 1539-1610, prinsessa av Sverige (Emil Österman) - Nationalmuseum - 39881.tif
წოდებები
აღმოსავლეთ ფრიზიის გრაფინია
დაიბადა 6 ივნისი, 1539
გარდაიცვალა 21 დეკემბერი, 1610, (71 წლის)
საგვარეულო ვაზა
მეუღლე(ები) ედგარ II, აღმოსავლეთ ფრიზიის გრაფი
შვილ(ებ)ი ათი შვილი
მამა გუსტავ I, შვედეთის მეფე
დედა მარგარეტა ლეიონჰაფვუდი
რელიგია ლუთერანიზმი

კატარინა შვედი (შვედ. Katarina av Sverige), აგრეთვე ცნობილია როგორც კატარინა გუსტავსდოტერ ვაზა (შვედ. Katarina Gustavsdotter Vasa; დ. 6 ივნისი, 1539 — გ. 21 დეკემბერი, 1610) — ვაზას დინასტიის წარმომადგენელი. შვედეთის მეფე გუსტავ I-ისა და დედოფალ მარგარეტა ლეიონჰაფვუდის უფროსი ქალიშვილი. აღმოსავლეთ ფრიზიის გრაფ ედგარ II-ის მეუღლე. აღმოსავლეთ ფრიზიის რეგენტი 1599-1610 წლებში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კატარინა დაიბადა 1539 წლის 6 ივნისს სტოკჰოლმში. იგი იყო შვედეთის მეფე გუსტავ I-ისა და მისი მეორე ცოლის, დედოფალ მარგარეტა ლეიონჰაფვუდის მეორე საერთო შვილი და პირველი ქალიშვილი. 1551 წელს კატარინას დედა გარდაიცვალა, 1552 წელს კი მამამისი მესამედ დაქორწინდა კატარინა სტენბოკზე, რომელმაც მისი გათხოვების საკითხი პირველად წამოჭრა.

1558 წელს დაიწყო საქორწინო მოლაპარაკებები კატარინა სტენბოკსა და აღმოსავლეთ ფრიზიის გრაფინია ანა ოლდენბურგელს შორის. 1559 წელს, კატარინა შვედი ცოლად შერთეს აღმოსავლეთ ფრიზიის გრაფ ენონ II-ის უფროს ვაჟს, პრინც ედგარს. ქორწინებიდან ერთ წელიწადში მან პირველი ბავშვი გააჩინა, რასაც შემდეგ წლებში კიდევ ცხრა შვილის გაჩენა მოჰყვა.

1561 წელს, ენონ II-ის გარდაცვალების შემდეგ გრაფი ედგარ II გახდა, რითაც კატარინა აღმოსავლეთ ფრიზიის გრაფინიად გვევლინება. 1583 წელს თავისი რძლის, დედოფალ კატარინა იაგელონის გარდაცვალების შემდეგ, კატარინამ თავის ძმას, მეფე იოჰან III-ს ახალი ქორწინებისაკენ უბიძგა. ამის შემდეგ იგი მართლაც დაქორწინდა მეორედ გუნილა ბიელკეზე.

1599 წელს კატარინა დაქვრივდა, რის შემდეგაც ტახტი მისმა ვაჟმა, ენონ III-მ დაიკავა, რომლის რეგენტიც კატარინა გახდა. იგი ქვეყანას ამ სტატუსით გარდაცვალებამდე, ანუ 1610 წლის 21 დეკემბრამდე ატარებდა.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მარგარეტა (1560-1588);
  2. ანა (1562-1621), პირველად იქორწინა პფალცის კურფიურსტ ლუდვიგ VI-ზე, მისი გარდაცვალების შემდეგ ბადენ-დურლახის მარკგრაფ ერნესტ ფრიდრიხზე, მეორე დაქვრივების შემდეგ კი ცოლად გაჰყვა საქსენ-ლაუენბურგის ჰერცოგ იულიუს ჰაინრიხს, თუმცა შვილები არცერთთან ჰყოლია;
  3. ენონ III (1563-1625), აღმოსავლეთ ფრიზიის გრაფი;
  4. იოჰან III (1566-1625), აღმოსავლეთ ფრიზიის გრაფი;
  5. კრისტოფერი (1569-1636);
  6. ედგარი (1572-1573);
  7. ელიზაბეთი (1572-1573);
  8. სოფია (1574-1630);
  9. კარლ ოტო (1577-1603);
  10. მარია (1572-1616), ცოლად გაჰყვა ბრაუნშვაიგ-დანენბერგის ჰერცოგ იულიუს ერნესტს, რომელთანაც შეეძინა შვილები;

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Tegenborg Falkdalen, Karin, Margareta Regina: vid Gustav Vasas sida : [en biografi över Margareta Leijonhufvud (1516-1551)], Setterblad, Stockholm, 2016
  • Karin Tegenborg Falkdalen (2010). Vasadöttrarna (The Vasa Daughters). Falun: Historiska Media. ISBN 978-91-85873-87-6