კატარინა მასეტი
კატარინა მასეტი | |
---|---|
შვედ. Katarina Mazetti[1] | |
| |
დაბადების თარიღი | 29 აპრილი, 1944[2] [1] [3] [4] [5] |
დაბადების ადგილი | სტოკჰოლმი[1] |
გარდაცვალების თარიღი | 30 მაისი, 2025[6] [7] (81 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ლუნდი |
საქმიანობა | ჟურნალისტი, მწერალი, საბავშვო მწერალი, რომანისტი, პოეტი, ნოველისტი, ლირიკოსი[8] და მასწავლებელი[8] |
ენა | შვედური ენა |
მოქალაქეობა |
![]() |
ალმა-მატერი | ლუნდის უნივერსიტეტი |
ჟანრი | საბავშვო და ახალგაზრდული ლიტერატურა, პოეზია, სცენარი და ისტორიული ლიტერატურა |
ჯილდოები | Piraten award |
საიტი | mazettiposten.se |
კატარინა მასეტი (შვედ. Katarina Mazetti) (დ. 29 აპრილი, 1944, სტოკჰოლმი — გ. 30 მაისი, 2025, ლუნდი) — შვედი ჟურნალისტი და მწერალი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კატარინა მასეტი დაიბადა სტოკჰოლმში, მაგრამ შვედეთის სამხრეთში, საზღვაო პორტ კარლსკრუნაში გაიზარდა.
ჟურნალისტიკაში ძალები ადგილობრივ გაზეთებში მოსინჯა. ლუნდის უნივერსიტეტში ლიტერატურასა და ინგლისურ ენაში მაგისტრის ხარისხი მიიღო. ამის შემდეგ ერთხანს მასწავლებლად, რადიოპროდიუსერად და რეპორტიორად მუშაობდა. ოცი წლის განმავლობაში მეუღლესა და ოთხ შვილთან ერთად ქვეყნის ჩრდილოეთში, პატარა ფერმაში ცხოვრობდა. შემდეგ ლუნდში გადავიდა. წლების მანძილზე კატარინა განუსაზღვრელი ასაკობრივი კატეგორიისთვის ქმნიდა წიგნებს, წერდა ლიტერატურულ მიმოხილვებს, ლექსებს, სკეტჩებს, უძღვებოდა გაზეთში საკუთარ სვეტსა და რადიოგადაცემას.
კატარინამ პირველი საბავშვო სურათებიანი წიგნი ჰეგზამეტრით დაწერა. პირველი რომანი კი, Grabben i Graven Bredvid („ტიპი მეზობელი საფლავიდან“), 1999 წელს გამოსცა, რომელიც სულ მალე 22 ენაზე ითარგმნა. ნაწარმოები მისსავე, როგორც ფერმერის ცოლის, გამოცდილებას ემყარება. რომანს დიდი წარმატება ხვდა წილად და მარტო შვედურად 450000 ეგზემპლარი გაიყიდა. 2002 წელს რომანის ეკრანიზაცია შედგა, რომელსაც მილიონზე მეტმა შვედმა უყურა.
ნაწარმოებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Grabben i Graven Bredvid — „ტიპი მეზობელი საფლავიდან“. ქართ. თარგმანი, 2013.
- Tarzans tårar — „ნუ ტირი, ტარზან!“
- Familjegraven — „ოჯახის საფლავი“.
- Det är slut mellan gud och mig — „უფალსა და ჩემ შორის ყველაფერი მორჩა“.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კატარინა მასეტი — კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზა (ინგლისური)
- Mazetti-Posten დაარქივებული 2013-09-16 საიტზე Wayback Machine. , katarinamazetti.com
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 http://web.archive.org/web/20170324042730/http://jeugdliteratuur.org/auteurs/katarina-mazetti
- ↑ Person Profile // კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა — 1990.
- ↑ NooSFere — 1999.
- ↑ Discogs — 2000.
- ↑ Babelio — 2007.
- ↑ Kolla lön: Vera Katarina Mazetti (81 år) Lund | Ratsit
- ↑ Nyheter S. V. T. Författaren Katarina Mazetti död — 2025.
- ↑ 8.0 8.1 Národní autority České republiky