კატანა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სხვადასხვა ზომის კატანა

კატანაიაპონური დიდი ხმალი, რომელსაც ძირითადად სამურაები ხმარობდნენ. რიგითი მოქალაქისთვის კატანა ჩვეულებრივ მიუწვდომელი იყო თავისი სიძვირის გამო. კატანა ითვლება ცივი იარაღის წარმოების ხელოვნების პიკად, ის ადვილად ჭრის ნებისმიერ ევროპულ თუ აზიურ ხმლებს. კატანის დამზადება რთული ტექნოლოგური პროცესია. იგი იჭედება სხვადასხვა სიმტკიცის ფოლადის ნაჭრებისაგან, რაც იწვევს მის საოცარ ელასტიურობას და ამავე დროს სიმტკიცეს. კატანის ტარების უფლება მხოლოდ პრივილეგირებულ პირებს ჰქონდათ (სიოგუნები, სამურაები), სწორედ ამის გამო უბრალო ხალხს არ შეეძლო თავი დაეცვა შეიარაღებული სამურაისაგან (რაც ხშირი იყო). არსებობდა წესი - ახალდამზადებულ კატანას ზოგიერთი სამურაი ცდიდა მათხოვრებზე ან ყანიდან დაბრუნებულ გლეხებზე. შემდგომში წარმოიშვა სხვადასხვა საბრძოლო სკოლები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:


wikistub ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი.
თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი.