კატალონიის კრიზისი (2017)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კატალონიის 2017 წლის კრიზისი, ასევე ცნობილი როგორც ესპანეთის 2017 წლის კონსტიტუციური კრიზისი — პოლიტიკური კრიზისი ესპანეთში, რომელის მთავარი თემა კატალონიის დამოუკიდებლობა იყო. 2017 წლის 1 ოქტომბერს კატალონიაში ჩატარდა დემოუკიდებლობის რეფერენდუმი, სადაც 90,2 პროცენტმა კატალონიის ესპანეთისგან განცალკევებას დაუჭირა მხარი [1]. ამასთანავე, რეფერენდუმში მოსახლეობის მხოლოდ 42,3 პროცენტმა მიიღო მონაწილეობა. 10 ოქტომბერს კატალონიის ჟენერალიტეტმა რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით მიიღო დამოუკიდებლობის დეკლარაცია. 27 ოქტომბერს კატალონიის რეგიონულმა პარლამენტმა ხმების 52 პროცენტით დაამტკიცა დამოუკიდებლობის დეკლარაცია და მაშასადამე გამოაცხადა კატალონიის რესპუბლიკის შექმნა. [2] [3] [4] 28 ოქტომბერს ესპანეთის სენატმა აამოქმედა კონსტიტუციის 155-ე მუხლი, შეაჩერა კატალონიის ავტონომიური სტატუსი და დაშალა კატალონიის ჟენერალიტეტი. 31 ოქტომბერს ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ კატალონიის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადება არაკონსტიტუციურად ცნო.

2017 წლის 30 ოქტომბერს ესაპანეთის გენერალურმა პროკურორმა დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა ამბოხების ორგანიზებისა და კორუფციულ გარიგებებში მონაწილების ბრალდებით კატალონიის ჟერენერალიტეტის პრეზიდენტ კარლეს პუჩდემონისა და სხვა 13 საჯარო მოხელის წინააღმდეგ. მათ მოახერხეს ესპანეთის დატოვება და ბრიუსელში გაქცევა, საიდანაც კატალონიის სეპარატისტულად განწყობილ მოსახლეობას არაძალადობრივი წინააღმდეგობისკენ მოუწოდებდნენ.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]