კატალონიის ეროვნული ხელოვნების მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
კატალონიის ეროვნული ხელოვნების მუზეუმი
Museu nacional d'art de catalunya 2.jpg
41°22′06″ ჩ. გ. 2°09′11″ ა. გ. / 41.368333° ჩ. გ. 2.153306° ა. გ. / 41.368333; 2.153306
დაარსდა 1934
ქვეყანა ესპანეთის დროშა ესპანეთი
მისამართი სანტს-მონტჟუიკი[1]
მდებარეობა Palau Nacional
ექსპონატი 290,000
კლასიფიკაცია სამხატვრო მუზეუმი
ვიზიტორები 828,713 (2010)
ოფიციალური საიტი http://www.mnac.cat/
წინა ხედი
უკანა ხედი

კატალონიის ეროვნული ხელოვნების მუზეუმიკატალონიური ვიზუალური ხელოვნების ეროვნული მუზეუმი, რომელიც მდებარეობს ბარსელონაში, კატალონიაში, ესპანეთში. მუზეუმში განსაკუთრებით აღსანიშნავია რომანული ხელოვნების ეკლესიური ფერწერები, და კატალონური ხელოვნების მოდერნისტული დიზაინის მხატვრული ნიმუშები, რომლებიც თარიღდება მე-19 და ადრეული მე-20 საუკუნით. მუზეუმი განთავსებულია უზარმაზარ, იტალიური სტილის შენობაში, რომელიც დათარიღებულია 1929 წელით. პალაუს ნაციონალი, სადაც 1934 წლიდან განთავსებულია კატალონიის ხელოვნების მუზეუმი, 1990 წელს გამოცხადდა ეროვნულ მუზეუმად, კატალონიის მთავრობის მიერ მიღებული მუზეუმების კანონის შესაბამისად. იმავე წელს დაიწყო ადგილის საფუძვლიანი სარემონტო პროცესი, არქიტექტორების გაე ოულენტისა და ენრიკ სტიგმანის შემუშავებული გეგმების საფუძველზე. ოვალური დარბაზი გაიხსნა 1992 წელს, ოლიმპიური თამაშებისთვის და კოლექციების მონახულება შესაძლებელი გახდა 1995 წლის პერიოდიდან 2004 წლამდე. მუზეუმი ოფიციალურად გაიხსნა 2004 წლის 16 დეკემბერს. [2] არის ერთ-ერთი უდიდესი მუზეუმი ესპანეთში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუზეუმის ისტორია მე-19 საუკუნით თარიღდება, მაშინ როდესაც ინსტიტუტის დამფუძნელები შთაგონებულები იყვნენ, რომ განეხორციელებინათ პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობდა კატალონიის კულტურული მემკვიდრეობის დაცვას. ეს პროცესი დაიწყო ბარსელონას სიძველეების მუზეუმის და სახვითი ხელოვნების მუნიციპალური მუზეუმის მშენებლობით. კატალონიის ხელოვნების მუზეუმის პირველმა დირექტორმა, ფოლჩ ტორესმა, გამოთქვა ინიციატივა რომ კატალონიური ხელოვნება პალაუს ნაციონალში შეენახათ. ტორესი იმედგაცრუებული დარჩა ესპანეთის სამოქალაქო ომის (1936-1939) გამო, როცა ბევრი მხატვრული ნამუშევარი ოლოტში, დარნიუსში და პარიზში გადაიტანეს ნახატების დაცვის მიზნით.

2004 წლიდან, კოლექცია დღითიდღე იზრდებოდა, კოლექციის შემადგენელი ნაწილი იყო არამხოლოდ კატალონური ხელოვნება, არამედ აქ ევროპული და ესპანური ხელოვნების მრავალი მხატვრული ნამუშევარი მოიპოვებოდა. იმ პირველი მუზეუმის ნამუშევრები ახლა გამდიდრებულია ახალი შესყიდვებითა და შემოწირულობებით, რომლებიც ასახავს ქვეყნის ხელოვნების ისტორიას, ადრეული შუა საუკუნეებიდან მე -20 საუკუნის შუა ხანებამდე: დაწყებული რომანული სტილიდან, გოთურით, რენესანსულით და ბაროკოს თანამედროვე ხელოვნებით დამთავრებული. მუზეუმში არის მედლების და მონეტების კოლექცია და ასევე ბიბლიოთეკა.

კოლექციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რომანული ხელოვნება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეს არის მუზეუმის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გამორჩეული კოლექცია, რომელიც ძირითადად მოიცავს ფრესკული ნახატების სერიას. აქ არსებული რომანული ხელოვნების კოლექცია შეუდარებელია მსოფლიოს ნებისმიერ სხვა მუზეუმთან. აქ მრავალი ნამუშევარი თავდაპირველად ამშვენებდა პირენეის სოფლის ეკლესიებს და ძველი კატალონიის სხვა ადგილებს; მათი აღმოჩენა და შესწავლა დაიწყო მე-20 საუკუნის დასაწყისში, განსაკუთრებით პირენეის ექსპედიციის შემდეგ, 1907 წელს, რომელიც ჩატარდა Institut d'Estudis Catalans– ის მიერ რომელმაც მოგვიანებით გამოაქვეყნა Les pintures murals catalanes (კატალონიის ფრესკული ნახატები). წლების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ უცხოელმა ფინანსისტების და ანტიკვარელების ჯგუფმა შეიძინა ამ ნახატების უმეტესობა, რათა ისინი ამერიკის შეერთებულ შტატებში გადაეტანათ. მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს ესპანეთში არ არსებობდა კანონი, რომელიც კრძალავდა ხელოვნების სხვა ქვეყანაში წაღებას, კატალონიის მუზეუმების საბჭო წარმატებით ჩაერია ამ საქმეში, გადაარჩინა კატალონური ხელოვნება და შეინახა Parc de la Ciutadella-ში. არსებული კოლექცია განიხილება როგორც ხელოვნების მემკვიდრეობის სრულიად უნიკალური ნაწილი და ასევე კატალონიის დაბადების და ჩამოყალიბების სიმბოლო.

რომანული ოთახები განლაგებულია ქრონოლოგიური და სტილისტური თანმიმდევრობით, ასახავს ნამუშევრებს, უმეტესწილად, მე-11, მე-12 და მე-13 საუკუნეებიდან.

ეს კოლექცია იწყება სან-ჟოანის ბოს ფრესკული ფერწერული ტილოებით, სადაც მკაფიოდაა ნაჩვენები კატალონიურ ხელოვნებაზე ფრანგული ხელოვნების გავლენა. ამ კოლექციაში ასევე წარმოდგენილია მე-11 საუკუნის ფრესკები, რომლებზეც აშკარად იგრძნობა იტალიური ხელოვნების დომინირება. ეს სტილი ილუსტრირებულია ისეთ შესანიშნავ ნამუშევრებში, როგორიცაა ფრესკები: Sant Quirze de Pedret, Santa Maria d'Àneu და Sant Pere del Burgal.

თუმცა, კატალონიის ეროვნულ მუზეუმს ასევე აქვს ევროპული რომანტიკული ხელოვნების განსაკუთრებით გამორჩეული მაგალითი: შესანიშნავი და ორიგინალური ნახატები, მათ შორისაა ცნობილი პანტოკრატორი ან ქრისტე დიდებულებაში, უდავო შედევრი მე-12 საუკუნიდან, რომელიც ქმნის ხელშესახებ მტკიცებულებას კატალონიური ფერწერის შემოქმედებითი ძალის შესახებ. ამ შესანიშნავი ნაწარმოების გვერდით დგას ნამუშევრების კიდევ ერთი ბრწყინვალე ჯგუფი, სანტა მარია დე ტალიდან, რომელიც რომანული ეკლესიის ინტერიერის უმნიშვნელოვანესი მაგალითია.

რომანული სექცია მთავრდება სან პედრო დე არლანზას ნახატებით. ამ უკანასკნელს აქვს ერთ-ერთი ყველაზე ბრწყინვალე ფერწერული სერია ახალ სტილში, რომელმაც მე-13 საუკუნეში მთელი ევროპა მოიცვა. ამ მუზეუმში დაცულია მას შემდეგ, რაც 1936 წელს, ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს, ხანძრის შედეგად ძლიერ დაზიანდა. [3]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 archINFORM — 1994.
  2. DDAA. Museu Nacional d'Art de Catalunya. Florència: Mnac i SCALA GROUP S.p.A, 2009. ISBN 978-84-8043-198-9.
  3. (2008) Romanesque art in the MNAC collections. MNAC. ISBN 978-84-8043-196-5. Romanesque art in the MNAC collections. MNAC. 2008. ISBN 978-84-8043-196-5. Retrieved 14 August 2012.