კასრ ალ ვატანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კასრ ალ ვატანი (არაბ. قَصْر ٱلْوَطَن‎ - ქართ.“ერის სასახლე“)[1][2] პრეზიდენტის სასახლე [3][4] აბუ დაბიში, არაბთა გაერთიანებული საამიროებში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის აღსანიშნავად შეიხებმა ხალიფა ბინ ზაიიდ ალ ნაჰაიანიმა (არაბ. خليفة بن زايد بن سلطان آل نهيان; დ. 25 იანვარი 1948) — არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი და აბუ-დაბის საამიროს მმართველი) და მოჰამედ ბინ ზაიიდ ალ ნაჰიანმა (აბუ დაბის მეფისნაცვალი და არაბთა გაერთიანებული საამიროების შეიარაღებული ძალების უმაღლესი მეთაურის მოადგილე) გადაწყვიტეს სასახლის გახსნა საზოგადოებისთვის 2019 წელს. [1] გახსნამდე სასახლე გამოიყენებოდა მხოლოდ ოფიციალური მიზნებისთვის, კერძოდ, სახელმწიფოთა საგარეო ლიდერების განსათავსებლად, [3] [4]და ქვეყნის უმაღლესი საბჭოს და მინისტრთა ფედერალური კაბინეტის შეხვედრებისთვის. მას შემდეგაც, რაც საზოგადოებისთვის გაიხსნა, სასახლეს ისევ იყენებენ ამ დანიშნულებით.[5]სასახლე საზოგადოებისთვის გახსნეს 2019 წლის 11 მარტს [6] [7] [8]ცერემონიას მასპინძლობდნენ შეიხები მუჰამედ ბინ ზაიიდი და მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმი (არაბ. محمد بن راشد آل مكتوم; დ. 22 ივლისი, 1949) — არაბთა გაერთიანებული საამიროების პრემიერ-მინისტრი და ვიცე-პრეზიდენტი ასევე დუბაის საამიროს მმართველი[7] [9]აგვისტოში, მოგზაურობისა და ტურიზმის ვებსაიტმა Hotel and Rest [10]სასახლე დაასახელა ხელოვნებისა და კულტურის მსოფლიოს 20 საუკეთესო ღირსშესანიშნაობას შორის [11] [12]2020 წელს კასრ ალ ვატანის საპრეზიდენტო სასახლე წარდგენილი იყო World Travel Awards– ზე, როგორც მთავარი კულტურული ტურისტული ღირსშესანიშნაობა ახლო აღმოსავლეთში. [13]

ინტერიერი და ექსტერიერი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თეთრი სასახლე [7] უმეტესად თეთრი გრანიტით და კირქვის ფასადით მდიდრულადაა გაფორმებული. იგი მოიცავს 37 მ (121 ფუტიან) გუმბათს, ჭაღს 350 000 ცალი ბროლით და რამდენიმე განყოფილებით. [6] [8] გუმბათი მდებარეობს "დიდი დარბაზის" სახელით ცნობილ ცენტრალურ დარბაზში, რომელიც აღმოსავლეთით და დასავლეთით ორი ფრთით არის შემოფარგლული. [7]

აღმოსავლეთის ფრთა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღმოსავლეთ ფრთაში მდებარეობს „ცოდნის სახლი“, სადაც განთავსებულია არაერთი არტეფაქტი და სხვა მნიშვნელოვანი ნივთები. [7][9] შენახულ ნივთებს შორის არის სხვა ქვეყნების ოფიციალური პირების მიერ ნაჩუქარი საჩუქრები [14]და 2 რელიგიური ტექსტი ყურანი (ბირმინგემის ხელნაწერის ასლის ჩათვლით) და ბიბლია (დავითის ფსალმუნების ჩათვლით). [15] ასევე არსებობს ბიბლიოთეკა, რომელშიც 50 000-ზე მეტი წიგნში აღწერილი ქვეყნის კულტურული, სოციალური და პოლიტიკური ისტორია.[9]

დასავლეთის ფრთა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დასავლეთის ფრთაში არის დარბაზები, რომლებიც გამოიყენება ოფიციალური მიზნებისთვის. არსებობს ოთახი, რომელიც ცნობილია, როგოეც "თანამშრომლობის სულისკვეთებისათვის". აქ ჩატარდება არაბთა გაერთიანებული საემიროების მინისტრთა კაბინეტისა და ფედერალური უმაღლესი საბჭოს შეხვედრები, გარდა საერთაშორისო ორგანიზაციების სამიტებისა, როგორიცაა ისლამური კონფერენციის ორგანიზაცია, არაბულ სახელმწიფოთა ლიგა და სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭო სხვა ქვეყნებში, ოფიციალური ღონისძიებების ბანკეტები იმართება. [7]

გარე ბმულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 "Abu Dhabi: Palace of the Nation opens to public Monday".[მკვდარი ბმული] WAM. Gulf News. 2019-03-10. Retrieved 2019-12-09.
  2. Abdul Kader, Binsal (2019-03-11). "Inside Qasr Al Watan: Palace in Abu Dhabi opens doors to public".[მკვდარი ბმული] Gulf News. Retrieved 2019-04-21.
  3. 3.0 3.1 "Abu Dhabi". Insight Guides Oman & the UAE (Travel Guide eBook). Insight Guides. APA Publications (UK) Limited. 2015-12-01.
  4. 4.0 4.1 Gueraiche, William (2016-08-10). "5: Persian Janus". The UAE: A Political and Economic Geography. London, New York: I.B. Tauris.
  5. Edwards, Noni (2019-04-03). "Visiting Qasr Al Watan? Here's the best things to see".[მკვდარი ბმული] Gulf News. Retrieved 2019-08-30.
  6. 6.0 6.1 Nandkeolyar, Karishma H. (2019-03-11). "Qasr Al Watan opens to the public: First-person account of a visit"[მკვდარი ბმული]. Gulf News. Retrieved 2019-04-21.
  7. 7.0 7.1 7.2 7.3 7.4 7.5 Sebugwaawo, Ismail (2019-03-11). "Your ultimate guide to UAE's latest landmark Qasr Al Watan"[მკვდარი ბმული]. Khaleej Times. Retrieved 2019-08-30.
  8. 8.0 8.1 "Qasr Al Watan". Qasr Al Watan. Retrieved 2019-04-21.
  9. 9.0 9.1 9.2 "Photos: UAE leaders inaugurate Qasr Al Watan in Abu Dhabi". WAM. Khaleej Times. 2019-03-11. Retrieved 2019-08-30.
  10. Al Majayda, Dr. Jamal (2019-08-27). "Qasr Al Watan is among the 20 greatest landmarks of modern culture and art in the world". Hotel and Rest. Retrieved 2019-08-30.
  11. "Abu Dhabi's Qasr Al Watan is among the 20 greatest landmarks of modern culture and art". Design Middle East. 2019-08-27. Retrieved 2019-08-30.
  12. Shephard, Harriet (2019-08-28). "Qasr Al Watan named as one of the best landmarks in the world". Time Out Abu Dhabi. Retrieved 2019-08-30.
  13. alfaham, WAM/Tariq (2020-06-24). "Qasr Al Watan nominated for World Travel Awards as Middle East's Leading Cultural Tourist Attraction 2020 | Businessliveme.com[მკვდარი ბმული] - Business News Middle East | BLME". Businessliveme.com. Retrieved 2020-06-25.
  14. " The Qasr al watan Palace in abu Dhabi. Review."My Bayut. 2019. Retrieved 2019-08-30.
  15. Sangupta, Chiranti (2019-05-29) "6 Reasons to visit Qasr Al-Watan this Eid.[მკვდარი ბმული] Gulf News. Retrieved 2019-08-30.