კასრის საყდარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კასრის საყდარი
კასრის საყდარი — აზერბაიჯანი
კასრის საყდარი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 41°25′39″ ჩ. გ. 46°55′32″ ა. გ. / 41.42750° ჩ. გ. 46.92556° ა. გ. / 41.42750; 46.92556
ქვეყანა დროშა: აზერბაიჯანი აზერბაიჯანი
მუნიციპალიტეტი კახი
ადგილმდებარეობა კახის მახლობლად.
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება VIII სკ.

კასრის საყდარი — ეკლესია აზერბაიჯანში, კახის რაიონში, ისტორიულ საინგილოში, კახიდან დასავლეთით, მდინარე კობალას მარჯვენა ნაპირზე.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კასრის სამების საყდრის აშენების შესახებ ცნობა მოიპოვება ქართულ მატიანეში. იგი აგებული ყოფილა საქართველოს მეფე არჩილის მიერ (VIII საუკუნე). ჯუანშერის თხზულებაში ვკითხულობთ, რომ არჩილ მეფე „დაჯდა წქეთს და აღაშენა კასრი და ხევსა ლაკაუსტისასა აღაშენენ ციხე“. კასრის სამების საყდარი მრავალგზის აოხრებული და აღდგენილი ძეგლია. უკანასკნელად იგი 1912 წელს აღუდგენია საკუთარი სახსრებით მღვდელ მიხეილ ყულოშვილს. აღდგენიდან 10 წლის შემდეგ კასრის საყდარი საბოლოოდ დაარბიეს მუსავატელებმა, გასული საუკუნის 80–იან წლებში საყდრისაგან მხოლოდ ნანგრევები იყო შემორჩენილი. ზ. ედილის ცნობა სწორედ ამ ნანგრევებში დარჩენილ „კლდის ნამტვრევ ქვებზე“ მიუთითებს. დღეს მისგან ფაქტობრივად მხოლოდ ნანგრევების გროვაა დარჩენილი.

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნაშთები

კარსის საყდრის შემორჩენილი კედლის ფრაგმენტებში (დასავლეთის კარიბჭესთან და აბსიდაში დაახლოებით 1.50–2.00 მ სიმაღლეზე) საშენ მასალად გამოყენებულია ხევის რიყის ქვა და ნაწილობრივ ფორებიანი გაუთლელი ქვა. კედლის სისქე 80 სმ უდრის. საყდარი წარმოადგენდა დარბაზულ ეკლესიას გარე კედლების სწორკუთხედში მოქცეული ნახევარწრიული აფსიდით.

კასრის საყდრის გეგმა სწორკუთხედს წარმოადგენს (8.25 X 5.56 მ), კედლების გარეთა სიბრტყეები სრულიად გლუვია, არ გააჩნია არავითარი გამოწევა ან ჩაღრმავება.

კასრის საყდარი აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურის ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დაყოფით ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გ. მარჯანიშვილი, ჰერეთი, თბ., 2005
  • ზ. ედილი, საინგილო, თბ., 1947
  • ი. ადამია, „ქართული ხალხური ხუროთმოძღვრება. საინგილო“, თბ., 1979
  • ლ. ჭილაშვილი, კახეთის ქალაქები, თბ., 1980