კასრისხევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კასრისხევი (მრავალმნიშვნელოვანი).

კასრისხევი, კასარა — კლდეკარისებრი მონაკვეთი თრუსოს ხეობის ქვემო ნაწილში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. კასრისხევი სოფელ კობიდან 5-6 კმ დაშორებით მდებარეობს. სიგრძე 2 კმ, ფსკერის აბსოლუტური სიმაღლე 2100-2200 მ. წარმოიქმნა მეოთხეული პერიოდის ბოლოში, მცირე ხორისარის ვულკანის კრატერიდან ამონთხეული ლავური ღვარის ეროზიული გახერხვის შედეგად. კასრისხევში გამოდის უხვდებიტიანი მინერალური წყაროები და გროვდება ტრავერტინები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]