შინაარსზე გადასვლა

კასპის ნასახლარი და სამაროვანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კასპის ნასახლარი და სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტს ქალაქ კასპში, მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, წყალსაქაჩთან. თარიღდება ადრინდელი ფეოდალური ხანით. ნასახლარზე აღმოაჩინეს რელიეფურსატყელიანი დოქები, ქვევრები. მოპოვებული მასალა ინახება კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში. იქვე ნასახლარის გაღმა, 50 მეტრზე არის სამაროვანი.