შინაარსზე გადასვლა

კარუნის საგანძური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქილა ლიდიის საგანძურიდან, ნაპოვნია უშაქის მახლობლად

კარუნის საგანძური - 363 ლიდიური ნივთის მნიშვნელოვანი კოლექცია, რომელიც თარიღდება VII საუკუნით. აღმოჩენილია დასავლეთ თურქეთში, უშაქის პროვინციაში. იგი წარმოადგენდა სამართლებრივad სადავო საგანს თურქეთსა და მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმს (ნიუ-იორკის) შორის 1987-1993 წწ. კოლექცია 1993 წელს დაუბრუნდა თურქეთს მას შემდეგ, რაც მუზეუმმა აღიარა, რომ საგანძურის შეძენის მომენტში იცოდა, რომ კოლექცია მოპარული იყო. ცნობილია აგრეთვე, საგანძურის ალტერნატიული სახელი - Lydian Hoard (ლიდიური განძი). საგანძური გამოფენილია უშაქის არქეოლოგიის მუზეუმში .

2006 წლის მაისში კოლექცია კიდევ ერთხელ გახდა სენსაციური სიახლის წყარო, როდესაც აღმოჩნდა, რომ ძირითადი ნაწილი - ოქროს ჰიპოკამპი, რომელიც გამოიფინა უშაქის მუზეუმში, დანარჩენ კოლექციასთან ერთად, ყალბი აღა, სავარუდოდ, იგი შეცვლილი იყო 2005 წლის მარტიდან აგვისტომდე პერიოდში. [1]

კრებულისთვის გამოყენებული კიდევ ერთი ტერმინი არის "კრეზის საგანძური". მიუხედავად იმისა, რომ არტეფაქტები კრეზის მეფობის თითქმის თანამედროვე პერიოდისაა, დღემდე საკამათოა, მართლა იყო თუ არა უშუალოდ დაკავშირებული იგი ლიდიის ლეგენდარულ მეფესთან. კრეზის სიმდიდრემ გავლენა მოახდინა არაერთ აზიურ კულტურაზე. დასავლურ კულტურაში იგი პოპულარული ასევე, პოპულარულია. მას უწოდებენ Qarun-ს ( არაბული, სპარსული ) ან Karun-ს ( თურქული ), ან Kora-ს. მეფე კრეზის სიმდიდრე სხვადასხვაგვარად გამოითქმოდა. მაგ: არსებობს ინგლისურენოვანი გამოთქმა - "ისეთივე მდიდარი, როგორც კრეზი". [2] ამით აიხსნება ტერმინი "კარუნის (კრეზის) საგანძური". მეფე კრეზის საგანძური შედგებოდა ბევრად მეტი ნივთისგან ვიდრე 363 ნაწილისაგან. ყოველ შემთხვევაში, სამარხი ტუმუსი, სადაც აღმოაჩინეს არტეფაქტების უდიდესი უმრავლესობა (ნივთები აღმოჩენილია სამარხის სიახლოვეს, მაგრამ სხვადასხვა ადგილებში), ეკუთვნოდა ქალბატონს. [3]

აღმოჩენა და კონტრაბანდა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განძის ძირითადი და ყველაზე ძვირფასი ნაწილი მოდის ლიდიის პრინცესას საფლავიდან. იგი აღმოაჩინა უშაკის სოფელ გურეს მცხოვრებმა სამმა ბედის მაძიებელმა მამაკაცმა. საფლავი მდებარეობდა გურეს მახლობლად. ამ ადგილს თოფთეფეს უწოდებენ. რამდენიმედღიანი უშედეგო თხრის შემდეგ ბედის მაძიებლებმა ვერ გახსნეს სამარხის მარმარილოს კარი და დინამიტით ააფეთქეს იგი 1966 წლის 6 ივნისის ღამით, რომ პირველებს ენახათ დიდებული სამარხის თვალწარმტაცი სანახაობა 2600 წლის შემდეგ. ამ კონკრეტული სამარხიდან წაღებული განძი შემდგომში იგივე მამაკაცებმა შეავსეს სხვა გორასამარხების განძეულით და 1966-1967 წწ. კოლექცია კონტრაბანდული გზით გაიტანეს თურქეთის გარეთ იზმირისა და ამსტერდამის გავლით. განძი შეიძინა მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმმა 1967–1968 წლებში, კოლექციის 200 ნაწილისთვის გადაიხადეს ინვოისის მიხედვით 1,2 მილიონი დოლარი. [4]

კოლექციის კვალს მიჰყვა ჟურნალისტი ოზგენ აკარი და მისი დასკვნის საფუძველზე თურქეთის მთავრობამ თავიდანვე დაიწყო კოლექციის დასაბრუნებლად მცდელობები. [5] აკარმა პირველად 1984 წელს მეტროპოლიტენ-მუზეუმის კატალოგში იხილა კოლექციის ზოგიერთი ნაწილი და მკაფიოდ აცნობა თურქეთის კულტურის სამინისტროს ნივთების წარმოშობის შესახებ. მან დაწერა რამდენიმე სტატია კოლექციის შესახებ. დაჟინებით დადიოდა თურქეთის ბიუროკრატიულ არხებში არსებული საქმის მოსაგვარებლად. იგი მოქმედებდა როგორც სამინისტროს ნებაყოფლობითი წარმომადგენელი 1987 წელს ნიუ-იორკში დაწყებული სასამართლო საქმის ფარგლებში, რომელიც 1993 წელს დასრულდა [6], ამავე დროს, იგი დასახელდა საქმეში თურქეთის მონაწილეობის უფრო ფართო ჩარჩოებში კონსულტანტად UNIDROIT– ის მიერ ჩატარებულ სამუშაოებში ისტორიული, კულტურული და რელიგიური მემკვიდრეობის დაცვასთან დაკავშირებით. თურქეთში აკარის სახელი გადაიქცა კონტრაბანდული არქეოლოგიური საქონლის უკან დაბრუნების სინონიმად. ამჟამად კიდევ ერთი ნაკადის, რომელსაც უწოდებენ "Elmalı Treasure" მათი ადგილწარმოშობის - სამხრეთ-დასავლეთ თურქეთის ქალაქ ელმალის სახელის მიხედვით, მოსაპოვებლად მიმდინარეობს დავა, ამჯერად ლიდიური მონეტების და უკიდურესად იშვიათად დატარიღებული დეკადახმებისათვის (ძველ ბერძნული მონეტები). ეს მონეტები დელოსის კავშირის პერიოდის თანამედროვეა. როგორც ჩანს განძი ბოსტონის სახვითი ხელოვნების მუზეუმშია გამოფენილი. [7]

უშაქის მუზეუმის საქმე

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საგანძურის საკადრისი მუზეუმის აშკარა საჭიროება გახდა მას შემდეგ, რაც არტეფაქტები დაბრუნდა თურქეთში.[8] 1998 წელს ხელისუფლებამ მძარცველებს ჩამოართვა ათი სხვა უკანონოდ მოპოვებული არტეფაქტი, შემდგომი არქეოლოგიური აღმოჩენები და ცნობილი რვა ოქროს ნაჭერი, რომლებიც 2000 წელს გამოიფინა პარიზის კერძო გალერეაში. ამ განძის ამოღების მცდელობა ჯერ კიდევ არ განხორციელებულა. ასე შეგროვდა ძირითადი კოლექცია, რომელიც ჯამში 375 ცალ ეგზემპლარს წარმოადგენდა, მაგრამ პატარა მუზეუმი უშაქში, სადაც განთავსდა ეს კოლექცია, არ აკმაყოფილებს საგანძურის შენახვის მოთხოვნებს. მუზეუმი უფრო მეტად ორიენტირებულია უშაქის ხალიჩების შენახვაზე და მუშაობს საბიუჯეტო და საშტატო შეზღუდვების პირობებში. [9] გაჩნდა ეჭვები მუზეუმის თანამშრომლების წინააღმდეგ და კიდევ უფრო გამყარდა ეს ეჭვები 2007 წელს მომხდარი ქურდობის შემდეგ. ამჟამად მუზეუმის ყოფილი დირექტორი რჩება ერთადერთ პიროვნებად, რომელიც ჯერ კიდევ პატიმრობაში იმყოფება იმ ათიდან, ვინც თავდაპირველად დაადანაშაულეს ყალბი ჰიპოკამპის ჩანაცვლების საქმეში.

არსებობს გადმოცემა განძეულის წყევლასთან დაკავშირებით. ლეგენდის თანახმად, უკანონო გათხრების მონაწილე შვიდი ადამიანი გარდაიცვალა ძალადობრივი გზით ან განიცადეს დიდი უბედირება [10]

გამოყენებული ლიტერატურა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Croesus riches replaced by fakes. British Broadcasting Corporation. ციტირების თარიღი: 2006-05-29.
  2. Qarun and reference to his wealth mentioned in the Koran ([28:76] to [28:82]). In Persian mythology, to which the other citations could be connected, the Qârun Treasure is a treasure said to be in perpetual motion under the ground. The phrase harta karun (literally Croesus' Wealth) also worked into the Malay language as the word for treasure and is synonymous with the term buried treasure. Ganj-e-Qarun (Croesus Treasure) was also an Iranian movie made in 1965 by Siamak Yasami and widely regarded as one of the classics of Iranian cinema. The movie recounts the story of a very wealthy man who attempts suicide and then finds happiness in the simplicity of a pauper's home.
  3. Nezih Başgelen. The rich kings of the thousand hills, Lydians. Turkish Ceramic Federation. დაარქივებულია ორიგინალიდან — January 22, 2007. ციტირების თარიღი: 2005-07-01.
  4. Uşak-New York Turkish. TAY Project. ციტირების თარიღი: 2001-04-01.
  5. Michel Bessières. We have to change the buyer's attitude. UNESCO Courrier. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2001-07-23. ციტირების თარიღი: 2001-04-01.
  6. Thomas Adcock. The Art Theft Experts. New York Law Journal. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-10-31. ციტირების თარიღი: 2006-02-24.
  7. Elmalı treasure. Museum Security. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2000-08-23.
  8. Özgen Acar. Croesus: The poverty of treasure. Cumhuriyet. ციტირების თარიღი: 2003-07-21.
  9. The number of experts working in Turkish museums halved from 1,500 to 750 in the last ten years. Croesus: Ten people charged in Croesus theft case. Turkish Daily News. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-07-17. ციტირების თარიღი: 2003-07-21.