კარტოფილის კანი

კარტოფილის კანი (ზოგჯერ უწოდებენ „კარტოფილის ქურთუკს“) ― წასახემსებელი ან აპეტაიზერი, მზადდება გაუფრცქვნელი კარტოფილის ნახევრებისგან, რომლებიც შიგთავსამოცლილია და ბეკონით, ჩედარის ყველით და მწვანე ხახვით იკმაზება, სანამ ხელახლა გამოაცხობენ. ისინი ხშირად გვხვდება ამერიკის შეერთებულ შტატებში, არაფორმალური რესტორნების მენიუში.[1] მიუხედავად იმისა, რომ ისინი პოპულარულია რესტორნებსა და პაბებში, მათ სახლშიც ხშირად ამზადებენ.[2] ასევე შეგიძლიათ, კერძის გაყინული ვარიანტი შეიძინოთ.[3]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესტორნებში კარტოფილის კანი, როგორც აპეტაიზერი დაახლოებით 1970-იანი წლებიდან არსებობს, მათი მომზადების დოკუმენტაცია კი 1974 წლიდან. ბევრი რესტორანი, როგორიცაა „TGI Fridays“, „Prime Rib Restaurant“ და „R.J. Grunts of Lettuce Entertain You Enterprises“, ამტკიცებს, რომ იყო პირველი რესტორანი, სადაც ეს კერძი სტუმრებს მიართვეს[4][5]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Filloon, Whitney. (2017-02-02) Who Really Invented Potato Skins? en. ციტირების თარიღი: 2020-09-02
- ↑ All I Want Are Some Potato Skins en. ციტირების თარიღი: 2020-09-02
- ↑ Centoni, Danielle. (6 October 2020) I Tried All the Frozen Hash Browns, Potato Skins, French Fries, and Tater Tots I Could Find — These Are the Best in Each Category. ციტირების თარიღი: 2 July 2021
- ↑ Odiorne, Don. History of Potato Skins on the Menu. Idaho Potato Commission. ციტირების თარიღი: 30 April 2017
- ↑ KELLY, JACQUES. The real story behind those potato skins at Prime Rib en-US. ციტირების თარიღი: 2020-09-03
.