კარტოგრაფიული გენერალიზაცია
კარტოგრაფიული გენერალიზაცია — ობიექტის მთავარი, არსებითი მხარეების შერჩევა, დეტალური გამოსახულებიდან ნაკლებად დეტალურზე გადასვლა მასშტაბის ან დანიშნულების შეცვლის გამო (მსხვილი მასშტაბიდან - წვრილზე, სამეცნიერო დანიშნულებიდან - საცნობარო ან სასწავლო დანიშნულებაზე გადასვლა). ვლინდება როგორც შინაარსში, ისე ხაზებში (სივრცით ფორმებში).
გენერალიზაციის სახეებია:
- განზოგადება — თვისებრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლების გაერთიანება, რაც შინაარსში და რუკის ლეგენდაში აისახება;
- აბსტრაჰირება — ხაზების გამარტივება-გასქემატიურება.
რუკის შედგენისას ორივე ლოგიკური პროცესი ერთდროულად მიმდინარეობს, ამიტომ ზოგჯერ, აუცილებლობის შემთხვევაში, რუკის შინაარსისათვის საჭირო მცირე კონტურების შენარჩუნება და გაზრდაც კი ხდება. არსებობს: დისტანციური, ავტომატიზებული, დინამიკური გენერალიზაცია. გენერალიზაციის არსის მეცნიერული განსაზღვრის პირველი ცდა ეკუთვნის გერმანელ გეოგრაფს ალფრედ ჰეტნერს (1859-1941).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გ. ლიპარტელიანი, „გეოგრაფიული კარტოგრაფიის ტერმინოლოგიური ცნობარი“, თბ., უნივერსალი, 2012.