კარსტოსფერო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

კარსტოსფეროკარსტული პროცესების გავრცელების გეოსფერო, პლანეტის გარსი. ზოგადად თანხვდება სტრატისფეროს, მაგრამ დაკავშირებულია მის მხოლოდ ცალკეულ ფორმაციებთან; ხასიათდება სართულიანობით. არსებითად იგი წყვეტილი მრავალიარუსიანი ქერქის ცნებაა, რომელიც ვრცელდება როგორც კონტინენტურ, ისე ლითოსფეროს ოკეანურ ნაწილებში. მოიცავს ხმელეთის დიდ და მსოფლიო ოკეანის ფსკერის მნიშვნელოვან ნაწილს. ზღვის დონის ქვემოთ და მსოფლიო ოკეანის ფსკერის ქვეშ მტკნარი წყლების გადაადგილებას განაპირობებს ნეოტექტონიკური მოძრაობები, რომლის მეშვეობითაც ზოგან ხდება კარსტვადი ქანების აზევება, ზოგან კი დაძირვა. კარბონატები დედამიწის ქერქის წონიდან მასით შეადგენენ 1,7 %-ს. ტერმინი კარსტოსფერო შემოგვთავაზა ცნობილმა ქართველმა გეოგრაფმა პროფესორმა ლევან მარუაშვილმა (1973). ცნება კარგად აისახა და ჩამოყალიბდა მის კაპიტალურ მონოგრაფიაში „მღვიმეთმცოდნეობის საფუძვლები“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გეომორფოლოგიური ლექსიკონი, შემდგ.: ზ. ტატაშიძე, შ. ცხოვრებაშვილი, შ. ყიფიანი და სხვ. გვ.100-101, თბ. : ნეკერი, 1996;
  • Маруашвили Л.И. Карстосфера, ее размеры и отношения к другим геосферам // Сообщ. АН Грузинской ССР. 1970. Т. 57. № 2.