კარპოვო-ობრივსკის ოდიგიტრიის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კარპოვო-ობრივსკის ოდიგიტრიის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია
კარპოვო-ობრივსკის ოდიგიტრიის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია (რუსეთი)
Red pog.png
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა კარპოვო-ობრივსკი
სასულიერო სტატუსი დანგრეულია[1]
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1853

კარპოვო-ობრივსკის ოდიგიტრიის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია (რუს. Церковь иконы Божией Матери «Одигитрия» ) — ყოფილი მართლმადიდებლური ეკლესია ტაცინის რაიონის ხუტორ კარპოვო-ობრივსკში[2], როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. ამჟამად აღნიშნული ტერიტორია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს ვოლგოდონის ეპარქიას. ეკლესია აგებულია 1853 წელს.

ეკლესიის მისამართი: რუსეთი, როსტოვის ოლქი, ოქტომბრის რაიონი, სოფელი ზაპლავსკაია, სკოლის ქუჩა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Images.png გარე სურათები
Image-silk.png ეკლესიის ნანგრევები
Image-silk.png შემორჩენილი ფრესკა


1853 წელს ადგილობრივმა თავადმა ალექსანდრე კარპოვმა და მისმა ცოლმა ეკატერინამ საკუთარი სახსრებით სლობოდაში ააშენეს ეკლესია ოდიგიტრიის ღვთისმშობლის ხატის სახელზე. 15 წლის შემდეგ სლობოდაში გაიხსნა საეკლესიო-სამრევლო სკოლა, მოგვიანებით კიდევ ერთი სკოლაც გაიხსნა. 1905-1907 წლების რევოლუციის პერიოდში სლობოდა კარპოვო-ობრივსკი არ ღებულობდა მონაწილეობას სხალხო გამოსვლებში.

ეკლესია გადაურჩა ოქტომბრის რევოლუციასა და რუსეთის სამოქლაქო ომს, მაგრამ 1930-იან წლებში დახურეს და ღვთისმსახურება შეწყდა. ღვთისმსახურება აღსდგა მეორე მსოფლიო ოის დროს და კვლავ დაიხურა მისი დასრულებისთანავე. ეკლესიის შენობა გადასცეს კოლმეურნეობას, რომელიც მას საწყობად გამოიყენებდა. დროთა განმავლობაში ეკლესია დაძველდა და დაიშალა. ადგილობრივმა მოსახლეობამ გაიტანა ყველაფერი ღირებული და ეკლესია უკვე დიდი ხანია ნანგრევებიღაა შემორჩენილი.

2010-იან წლებში დაიწყო ეკლესიის აღირძინება. გაწმინდეს ეკლესიის საკურთხეველი და კედლებზე განათავსეს ხატები. თუმცა ტაძრის აღორძინება დაგვიანდა, რადგან რაიონის ცენტრ, სტანიცა ტაცინსკაიაში ააშენეს ახალი ეკლესია ღვთისმშობლის შობის სახელზე. აქამდე ტაცინის რაიონში ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის მანძილზე არ ყოფილა არცერთი ეკლესია, გარდა დანგრეული კარპოვო-ობრივსკის ოდიგიტრიის ღვთისმშობლის ხატის ეკლესიისა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]