კაროლტონის ვიადუკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კარლოტონის ვიადუკი 1971 წელს.

კაროლტონის ვიადუკი (ინგლ. Carrollton Viaduct) მდებარეობს გუინ ფოლსზე კეროლ პარკთან ბალტიმორში, მერილენდი, და პირველი ქვის ხიდია აგებული სპეციალურად რკინიგზისთვის აშშ-ში.

ხიდი ამჟამად მსოფლიოში უძველესი დღემდე ექსპლოატაციაში მყოფი სარკინიგზო ხიდია და გაცილებით მეტ ტვირთს ატარებს, ვიდრე თავიდან იყო გათვლილი. მას სახელი დაერქვა ჩარლზ კეროლ კაროლტონელის პატივსაცემად, რომელიც დამოუკიდებლობის დეკარაციის ბოლო ცოცხალი ხელმომწერი იყო და რომელმაც 1828 წლის 4 ივლისს ხიდს საძირკველი ჩაუყარა. პირველი ქვის ჩაგდებისას მას უთქვამს: „მე ამას ვთვლი ჩემი ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საქმედ, რომელიც მხოლოდ მეორეა დამოუკიდებლობის დეკლარაციის ხელმოწერის შემდეგ“. მშენებელმა კასპარ ვივერმა და დამპროექტებელმა ჯეიმზ ლოიდმა კონსტრუქცია ბალტიმორისა და ოჰაიოს რკინიგზისთვის 1829 წლის ნოემბერში დაასრულეს და ის $58.106.73 დაჯდა.

ხიდი, რომლის სიგრძე 95 მეტრია, საძირკვლიდან 20 მ სიმაღლისაა, ხოლო გუინს ფოლზის ზედაპირიდან — 15.8 მ. ენდრიუ ჯექსონმა, აშშ-ის პირველმა პრეზიდენტმა, რომელმაც სარკინიგზო ვაგონით იმგზავრა, ხიდი გადაკვეთა 1833 წლის 6 ივნისს. კაროლტონის ვიადუკი უწყვეტად ემსახურება ბალტიმორისა და ოჰაიოს რკინიგზას და მის თანამედროვე კორპორაციულ მემკვიდრეს CSX Transportation.

ვიადუკს 1971 წლის 11 ნოემბერს ეროვნული ისტორიული ძეგლის ტიტული მიანიჭეს. 1982 წელს კი იგი ამერიკის სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოებამ ისტორიული სამოქალაქო ინჟინერიის ძეგლთა სიაში შეიტანა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]