კარმნი გრიმა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კარმნი გრიმა
დაიბადა 2 თებერვალი, 1838(1838-02-02)
Għarb
გარდაიცვალა 25 თებერვალი, 1922(1922-02-25) (84 წლის)
Għarb
მოღვაწეობა ფერმერი

კარმნი გრიმა (დ. 2 თებერვალი, 1838 — გ. 25 მაისი, 1922) — მალტელი გლეხი, რომელმაც მისტიკური რელიგიური გამოცდილების შედეგად დაიწყო ღვთისმსახურება როგორც ტა’პინუს ღვთისმშობლის მოციქულმა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კარმნი გრიმა დაიბადა გოცოს სოფელ გარბში, მალტის დაძმობილებულ კუნძულზე. მისი მშობლები, თომა და ანტონია (დაბადების სახელი აპაპი), იყვნენ ღარიბი მუშები, რომლებიც მუშაობდნენ მინდვრებში გამარის მიმდებარე ბორცვებზე. ყოველდღე ღვთისმშობლისადმი მიძღვნილ პატარა სამლოცველოში, მესის მოსმენის შემდეგ, კარმნი მიდიოდა სამუშაოდ მინდორში.

1883 წლის 22 ივნისს, ჩვეულებისამებრ, როდესაც ის მიდიოდა პატარა სამლოცველოს წინ, გაიგონა იდუმალი ხმა, რომელიც მას ეძახდა: „მოდი, მოდი დღეს. მთელი წელი ვეღარ დაბრუნდები”. ეს მოვლენა მიჩნეულია გოცოს „ყველაზე თვალსაჩინო მოვლენად ეპარქიის ისტორიაში“ [1] . კარმნი გრიმა შეშინებული იყო, თუმცა დაემორჩილა და შევიდა სამლოცველოში. ნეტარი ღვთისმშობლის მიძინების ხატიდან, რომელიც მდებარეობს სამლოცველოში, კარმნის მოესმა ხმა, რომელიც ამბობდა: „წაიკითხე სამჯერ ავე მარია იმ სამი დღის პატივსაცემად, როცა საფლავში ვიყავი“. ამ დღის შემდეგ კარმნი გრიმა ავად გახდა და სამლოცველოში დაბრუნება მხოლოდ ერთი წლის შემდეგ შეძლო.

კარმნიმ ეს გამოცდილება გაუზიარა ცოდვების აღმსარებელს, მეგობარსა და მეზობელს ფრანჩესკო პორტელის. ამ უკანასკნელმა უთხრა, რომ მასაც ესმოდა მსგავსი ხმები. ამ იდუმალი შემთხვევიდან მალევე, ფრანჩესკოს დედა სასწაულებრივად განიკურნა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შემწეობით. ეპისკოპოსი პიეტრუ პეისი ინფორმირებული იყო ამ მოვლენების შესახებ და კარმნისა და ფრანჩესკოსთან საუბრის შემდეგ მან დაასკვნა, რომ ხმა ზეციური წარმოშობისა იყო. [2]

კარმნი გრიმას ქანდაკება გოცოში, მალტაში, ტა' პინუს სავანის გარეთ.

ახალი ამბავი მოკლე დროში გავრცელდა მთელ გოცოსა და მალტაში . პატარა და მიტოვებული სამლოცველო მალე ღვთისმშობლის მადიდებელთა სალოცავად იქცა. უამრავმა ადამიანმა დაიწყო მომლოცველების ორგანიზება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პატივსაცემად და მატერიალური და სულიერი სიკეთის თხოვნით. ამან აიძულა საეკლესიო ხელისუფლება აეშენებინათ საკურთხეველი, რომელიც შეძლებდა დაეტია ხალხი, რომელიც ახლა ყოველდღიურად სტუმრობდა პატარა სამლოცველოს .

1920 წელს ჩაეყარა საფუძველი თანამედროვე ბაზილიკას, რომელიც ეძღვნება ღვთისმშობლის სახელს და ეწოდა ტა' პინუ . დღეს ტა' პინუს ბაზილიკა რჩება ძალიან პოპულარულ ადგილად ღვთისმშობლის მადიდებლებისთვის.

სიცოცხლის ბოლო 15 წლის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ საწოლს იყო მიჯაჭვული, გრიმა ძალიან მშვიდად იყო და მოთმინებით იტანდა ტანჯვას, სრულიად დარწმუნებული იყო ღვთის ნებაში.

კარმნი გრიმა გარდაიცვალა 1922 წლის 25 მაისს. [3]

სახლი, სადაც კარმნი გრიმა ცხოვრობდა, დღესაც არსებობს და ის ახლა მუზეუმად არის ქცეული. [4]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Joseph Bezzina, Religion and Politics in a Crown Colony ( The Gozo-Malta Story 1798-1864), Malta 1985, 333.
  2. History of Ta' Pinu Sanctuary. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-02-27. ციტირების თარიღი: 2010-07-21.
  3. Cauchi Nicholas,Karmni Grima (Ix-xebba li semgħet il-leħen tal-Madonna Ta' Pinu (1964)in Maltese Biographies of The 20th century, editors:Michael J.Schiavone, Louis J.Scerri, Malta 1997.
  4. The Times 01Dec2013 on-line:http://www.timesofmalta.com/articles/view/20131201/gozo/Karmni-Grima-s-house-turned-into-a-museum.497020 Accessed 11Jun2014