კარმიტ ბაქარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კარმიტ ბაქარი
ებრ. כרמית בכר

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 4 სექტემბერი, 1974 (1974-09-04) (49 წლის)
დაბ. ადგილი ლოს-ანჯელესი
წარმოშობა ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ
ჟანრ(ებ)ი პოპი, როკი, რიტმ-ენდ-ბლუზი, საცეკვაო პოპი
საქმიანობა ამერიკელი მომღერალი, მოცეკვავე, მოდელი, მსახიობი
აქტიური 1995 - დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Interscope, Access
საიტი thezodiacshow.com
კარმიტ ბაქარი ვიკისაწყობში

კარმიტ მეილ ბაქარი (ებრ. כרמית בכר; დ. 1974 წლის 4 სექტემბერი, ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ) — ამერიკელი მომღერალი, მოცეკვავე, მოდელი და მსახიობი. ის იყო ჯგუფ The Pussycat Dolls-ის წევრი. ბაქარი დაქორწინებულია კევინ უიტაკერზე და ჰყავს ქალიშვილი, რომელიც 2011 წელს შეეძინა.[1] 2019 წლის ნოემბერში ცნობილი გახდა, რომ კარმიტი კვლავ შეუერთდა The Pussycat Dolls-ს.[2] ჯგუფმა ახალი სინგლი, React, 2020 წლის 7 თებერვალს გამოუშვა.[3]

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კარმიტ ბაქარი დაიბადა ლოს-ანჯელესში. მისი მამა წარმოშობით ებრაელია, დედა კი ინდონეზიური, ჰოლანდიური და ჩინური წარმოშობისაა.[4] მუსიკოსი გაიზარდა ენსინოში, კალიფორნია. მისი დედა მუშაობდა ცეკვის მასწავლებლად ბანკროფტის საშემსრულებლო ხელოვნების სკოლაში, ხოლო მამა იყო ელვის პრესლისა და მარსელ მარსოს მოცეკვავე. ბაქარი პროფესიონალი ტანმოვარჯიშე იყო და მან მე-5 ადგილი დაიკავა აშშ-ის ოლიმპიურ თამაშებზე 1992 წელს. ის სწავლობდა ჰამილტონის მუსიკალურ აკადემიაში, ლოს-ანჯელესში.[5]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

The Pussycat Dolls[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1995 წელს ბაქარი გახდა ჯგუფ The Pussycat Dolls-ის წევრი. მოგვიანებით ჯგუფმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას ლეიბლთან Interscope Records. 2006 და 2007 წლებში მუსიკოსმა გასტროლები გამართა ჯგუფთან ერთად. ბაქარი იყო ჯგუფის სამი წამყვანი ვოკალისტიდან ერთ-ერთი. მან დაწერა და იმღერა ჯგუფისთვის ისეთი სიმღერები, როგორებიცაა: „We Went As Far As We Felt Like Going", „Beep", „Buttons", „I Don't Need a Man", „Hot Stuff (I Want You Back)“, „Right Now“, „Tainted Love“, „Fever“, „Whole Lotta Love“ და სხვა. 2008 წლის თებერვალში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის ტოვებდა ჯგუფს სოლო კარიერის დასაწყებად. 2008 წლის 8 მარტს ბაქარმა ჯგუფის ოფიციალურ ვებსაიტზე ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ის ტოვებდა The Pussycat Dolls-ს.[6]

2019 წლის ნოემბერში ცნობილი გახდა, რომ ჯგუფი კვლავ შეიკრა და 2020 წელს ტურნეს დაიწყებდა.[7] 5 დეკემბერს, ბაქარმა და ჯესიკა სუტამ Entertainment Tonight-თან ინტერვიუში განაცხადეს, რომ ჯგუფი ახალ ალბომზე მუშაობდა.[8]

2020 წლის 7 თებერვალს გამოვიდა ჯგუფის ახალი სინგლი „React".

სოლო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბაქარი გამოჩნდა რამდენიმე ფილმში, მათ შორის 13 Going on 30, Along Came Polly, The Scorpion King და Charlie's Angels: Full Throttle. 1997 წელს მან ითამაშა ნიკელოდეონის ფილმში Good Burger.[9]

1999 და 2000 წლებში ის გამოვიდა რიკი მარტინის ტურნეზე „Livin' La Vida Loca". 2003 წელს მან ასევე იმღერა No Doubt-ის მსოფლიო ტურნეზე. 2001 წელს ის გამოჩნდა Aaliyah-ის მუსიკალურ კლიპში „Rock the Boat". 2004 წელს ის იყო ჯენეტ ჯექსონის მოცეკვავე სუპერ ბოულის შოუზე. 2004 წელს ის იყო მოცეკვავე ბიონსეს ტურნეზე. ის გამოჩნდა 21-ზე მეტ მუსიკალურ კლიპში, მათ შორის მეისი გრეის „Sexual Revolution", ჯენიფერ ლოპესის „Ain't It Funny", უაიკლეფ ჯინის „Perfect Gentleman", Black Eyed Peas-ის „Shut Up", მაიკლ ჯექსონის „Blood On The Dance Floor". ", Aaliyah-ის „Rock the Boat", Offspring-ის „Why Don't You Get A Job?" და ბიონსეს „Crazy in Love" და „Baby Boy".

ქველმოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუსიკოსს სურს შექმნას არაკომერციული ორგანიზაცია სახელწოდებით „Smile With Me": „მე მინდა მქონდეს ჩემი საქველმოქმედო ფონდი ბავშვებისთვის და დიდებისთვის, რომლებიც იბადებიან სასის ნაპრალით. მე დავიბადე სასის ნაპრალით და მინდა ვუთხრა ადამიანებს, რომ შინაგანი სილამაზე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე გარეგნობა“.[10][11]

ბაქარი არის „Operation Smile"-ის ელჩი, რომელიც არის ბავშვთა სამედიცინო-საქველმოქმედო მსოფლიო ორგანიზაცია. ორგანიზაციის მიზანია გააუმჯობესოს სახის დეფორმაციებით დაბადებული ბავშვებისა და მოზარდების ჯანმრთელობისა და ცხოვრების მდგომარეობა.[12] 2007 წლის ნოემბერში მან მონაწილეობა მიიღო ორგანიზაციის საერთაშორისო სამედიცინო მისიაში ბოლივიაში.[13]

The Zodiac Show[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2001 წელს ლოს-ანჯელესში ბაქარიმ, ლი ჩერიმ, სკარლეტ ჩერიმ და სხვებმა გახსნეს ღამის კლუბი სახელწოდებით Freedom. კლუბი მალევე გახდა პოპულარული და მას „მრავალჟანრული კაბარე" შეარქვეს. კლუბს მოგვიანებით შეეცვალა სახელი და The Zodiac Show დაერქვა. 2008 წელს ცნობილი გახდა, რომ ბაქარი კლუბის როკ-ვერსიის გახსნას გეგმავდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Carmit [therealCarmit]. (19 September 2011) The journey was long but our precious baby girl has arrived. My fiance Kevin Whitaker & I would love to introduce 'Keala Rose' born 9/18/11.
  2. HeartFM Pussycat Dolls reunion confirmed (November 29, 2019).
  3. 'React' New Single (7 February 2020). ციტირების თარიღი: 7 February 2020
  4. Celebs. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 მარტი 2008. ციტირების თარიღი: 3 September 2017
  5. Smith, Julia Llewellyn. Pussycat Dolls: 'I was angry about my deformity and felt anything but sexy' (28 April 2013).
  6. Dear Fans. Pussycat Dolls (2008-03-08). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-03-13. ციტირების თარიღი: 2008-03-08
  7. HeartFM Pussycat Dolls reunion confirmed (2019-11-29).
  8. New Album Coming.
  9. Carmit Bachar, smile ambassador. ციტირების თარიღი: 2007-10-13
  10. Beverley Lyons, October 16, 2006. Carmite Doing Her Bit For Charity დაარქივებული September 27, 2007, საიტზე Wayback Machine. . The Daily Record
  11. October 12, 2007. Operation Smile Announces New Smile Ambassadors დაარქივებული 2007-10-24 საიტზე Wayback Machine. . Trans World News
  12. November 9, 2007. Operation Smile Ambassador Carmit Bachar Visits Bolivia დაარქივებული 2007-11-25 საიტზე Wayback Machine. . World Journey of Smiles