კარმენ პერეირა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

კარმენ პერეირა (დ. 1937 — გ. 4 ივნისი, 2016, ბისაუ) — გვინეა-ბისაუს დროებითი და მსოფლიოს პირველი შავკანიანი ქალი პრეზიდენტი (14 მაისი–16 მაისი, 1984).

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პოლიტიკური მოღვაწეობა დაიწყო 1962 წელს, როდესაც გაწევრიანდა გვინეისა და მწვანე კონცხის კუნძულების დამოუკიდებლობის აფრიკულ პარტიაში (რევოლუციური მოძრაობა, რომლის მიზანი იყო დასავლეთ აფრიკაში პორტუგალიის ორი კოლონიისათვის დმოუკიდებლობის მოპოვება). პოლიტიკური აქტივობის გამო ოჯახთან ერთად წავიდა ემიგრაციაში და წლების მანძილზე ცხოვრობდა სენეგალში, ხოლო შემდეგ საცოვრებლად წავიდა საბჭოთა კავშირში, სადაც შეისწავლა მედიცინა.

1980 წლის სახელმწიფო გადატიალების შემდეგ დაბრუნდა გვინეა-ბისაუში და არჩეულ იქნა პარლამენტის წევრად. 1981-1983 წლებში ეკავა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა მინისტრის თანამდებობა. ოდნავ მოგვიანებით კი აირჩიეს პარლამენტის თავმჯდომარედ. 1990-1991 წლებში კი იყო სახელმწიფო მინისტრი. 1984 წელს ახალი კონსტიტუციის საფუძველზე, სახელმწიფოს მოქმედი პრეზიდენტი ჟოან ბერნარდო ვიეირა გადაგა, ხოლო მისი ადგილი დაიკავა პარლამენტის თავმჯდომარემ, კარმენ პერეირამ. ორი დღის შემდეგ დაუბრუნდა პარლამენტს, რომელსაც ხელმძღვანელობდა 1992 წლამდე.

გარდაიცვალა 2016 წლის 4 ივნისს 79 წლის ასაკში[1].

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]