კარლ III ვილჰელმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
კარლ III ვილჰელმი
Karl III. Wilhelm von Baden-Durlach
Huber Carl III.Wilhelm.jpeg
ბადენ-დურლახის მარკგრაფი
მმართ. დასაწყისი: 1709
მმართ. დასასრული: 1738
წინამორბედი: ფრიდრიხ VII
მემკვიდრე: კარლ ავგუსტი (რეგენტი)
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1679 წლის 27 იანვარი
დაბ. ადგილი: დურლახი
გარდ. თარიღი: 1738 წლის 12 მაისი
გარდ. ადგილი: კარლსრუე
მეუღლე: მაგდალენა ვილჰელმინა ფონ ვიურტემბერგი
შვილები: კარლ მაგნუსი
ფრიდრიხი
ავგუსტა მაგდალენა
დინასტია: ცერინგენები
მამა: ფრიდრიხ VII
დედა: ავგუსტა მარია ფონ შლეზვიგ-ჰოლშტაინ-ჰოტორპი

კარლ III ვილჰელმ ფონ ბადენ-დურლახი (გერმ. Karl III. Wilhelm von Baden-Durlach; დ. 1679 წლის 27 იანვარი, დურლახი — 1738 წლის 12 მაისი, კარლსრუე) — ბადენის მარკგრაფი (1709—1738), ქალაქ კარლსრუეს დამაარსებელი (1715) და იმპერიის ფელდმარშალი (1715 წლის 14 ოქტომბერი).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კარლი დაიბადა 1679 წლის 27 იანვარს მარკგრაფ ფრიდრიხ VII-ის ოჯახში. განათლება უტრეხტში, ჟენევასა და ლოზანაში მიიღო. სწავლის დასრულების შემდეგ, გაემგზავრა ინგლისსა და შვედეთში. 1701 წლიდან 1709 წლამდე მონაწილეობდა ესპანური მემკვიდრეობისათვის ომში: 1703 წლის 16 ნოემბერს მიიღო იმპერიის ფელდმარშალ-ლეიტენანტის წოდება, ხოლო 1708 წლის 12 აგვისტოს კი — ფელდცაიხმაისტერის ჩინი. 1709 წელს ერთ მფლობელობაში მოაქცია ბადენ-ბადენი და დურლახი, რის შემდეგაც ბადენის სამარკგრაფოს მართავდა 1738 წლამდე. 1715 წელს დააარსა ქალაქი კარლსრუე და ააშენა თავისი რეზიდენცია ამ ქალაქში.

დაკრძალული იქნა კარლსრუეს ეკლესიის საძვალეში. ეკლესია დაინგრა 1807 წელს, ხოლო 1823 წელს, მის ადგილზე არქიტექტორმა ფრიდრიხ ვაინბრენერმა კარლ III ვილჰელმის საფლავზე ააშენა ქვიშაქვის პირამიდა, რომელიც კარლსრუეს სიმბოლოდ იქცა.

1738 წელს, კარლის მემკვიდრე გახდა მისი შვილიშვილი, კარლ I ფრიდრიხი.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. კარლ მაგნუსი (1701 წლის 21 იანვარი — 1712 წლის 12 იანვარი); ბადენ-დურლახის მემკვიდრე პრინცი
  2. ფრიდრიხი (1703 წლის 7 ოქტომბერი — 1732 წლის 26 მარტი); ბადენ-დურლახის მემკვიდრე პრინცი
  3. ავგუსტა მაგდალენა (1706 წლის 13 ნოემბერი — 1709 წლის 25 აგვისტო)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]