კარლ ფრაიჰერ ფონ მიუფლინგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კარლ ფრაიჰერ ფონ მიუფლინგი
WP Karl von Muffling.jpg
დაბადების თარიღი 12 ივნისი, 1775
დაბადების ადგილი ჰალე, პრუსიის სამეფო
გარდაცვალების თარიღი 10 იანვარი, 1851 (75 წლის)
გარდაცვალების ადგილი ბერლინი, პრუსიის სამეფო
სამხედრო სამსახურის წლები 1787–1847
წოდება Mariscal prussià გენერალფელდმარშალი

კარლ ფრაიჰერ ფონ მიუფლინგი, მეტსახელი ვაისი (გერმ. Karl Freiherr von Müffling; დ. 12 ივნისი 1775 — გ. 10 იანვარი 1851) — პრუსიელი გენერალ-ფელდმარშალი და სამხედრო თეორეტიკოსი. იყო ბლიუხერის მეკავშირე ოფიცერი უელინგტონის შტაბში ვატერლოოს ბრძოლის დროს და ნაპოლეონზე საბოლოო გამარჯვების ორგანიზატორი. ომის შემდეგ მუშაობდა დიპლომატად აახენის კონგრესში და როგორც ხელმძღვანელმა დიდი წვლილი შეიტანა პრუსიის გენერალური შტაბის განვითარებაში. მიუფლინგი სპეციალიზებული იყო აგრეთვე სამხედრო ტოპოგრაფიისა და კარტოგრაფიის დარგში. 1821 წელს შეიმუშავა მრავალწახნაგა კარტოგრაფიული პროექცია, რომელიც მიუფლინგის პროექციის სახელწოდებით არის ცნობილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Chisholm, Hugh, ed. (1911). Encyclopædia Britannica. Vol. 18 (11th ed.). Cambridge University Press. p. 955.