კარლ მარქსის ძეგლი (დონის როსტოვი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კარლ მარქსის ძეგლი
რუს. Памятник Карлу Марксу
კოორდინატები 47°13′50″N 39°45′46″E / 47.230619° ჩ. გ. 39.762703° ა. გ. / 47.230619; 39.762703
მდებარეობა დონის როსტოვი, როსტოვის ოლქი, რუსეთი
არქიტექტორი მიხაილ მინკუსი
მოქანდაკე მოსე ალტშულერი
მასალა ბრინჯაო, გრანიტი
გახსნის თარიღი 1959
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 6100000351

კარლ მარქსის ძეგლი (რუს. Памятник Карлу Марксу) — ძეგლი დონის როსტოვში. მდებარეობს კარლ მარქის მოედანზე. აღმართეს 1959 წელს იმ ადგილზე სადაც ადრე იდგა ასევე კარლ მარქსის ძეგლი, რომელიც დაინგრა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში[1]. ძეგლის ავტორები არიან მოქანდაკე მოსე ალტშულერი და არქიტექტორი მიხაილ მინკუსი. კარლ მარქსის ძეგლს აქვს რუსეთის ფედერაციის ადგილობრივი მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კარლ მარქსის ძეგლი საზეიმოდ გაიხსნა 1925 წლის 28 ივნისს ქალაქ დონის ნახიჩევანის ცენტრალურ მოედანზე (ამჟამად დონის როსტოვის პროლეტარის რაიონი)[1]. ძეგლი დადგეს საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ბოლშევიკების მიერ დანგრეული ეკატერინე II-ის ძეგლის კვარცხლბეკზე[2]. ძეგლის ავტორი იყო მოსკოველი მოქანდაკე ვ. ბიბაევი. კარლ მარქსის ფიგურა გამოსახული იყო მთელი ტანით. მარჯვენა ხელი ქურთუკში ჰქონდა შეყოფილი, ხოლო მარცხენა ედო წიგნებზე. კვარცხლბეკზე იყო მემორიალური დაფა.

მეორე მსოფლიო ომის დროს ძეგლი გაანადგურეს ვერმახტის ძალებმა ქალაქის დაპყრობის შემდეგ. ომის დასრულების შემდეგ კვარცხლბეკზე დადგეს ძეგლის შემცირებული ვარიანტი[2]. 1925 წელს აღმართული მემორიალური დაფა შემორჩენილია და ინახება როსტოვის მუზეუმში[1]. გადარჩენილი კვარცხლბეკი გადაიტანეს კინოთეატრ „როსტოვის“ წინ და მასზე ლომონოსოვის ძეგლი აღმართეს.

ამჟამად არსებული ძეგლი აღმართეს 1959 წელს. ძეგის ავტორი იყო მოქნადაკე მ. ალტშულერი და არქიტექტორი მ. მინკუსი. კარლ მარქსის ბრინჯაოს ქანდაკება დგას მარალ კვარცხლბეკზე.

კარლ მარქსის ძეგლს ადრე ჰქონდა რუსეთის ფედერაციის ფედერალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, მაგრამ 1997 წელს ჩამოაქვეითეს ადგილობრივი მნიშვნელობის ძეგლამდე[3][4].

1990-იანი წლების ბოლოს ადგილობრივი სომხური დიასპორის წარმომადგენლებმა წამოჭრეს საკითხი, დაებრუნებინათ ეკატერინე II-ის ძეგლი ძველ ადგილას, მაგრამ ამ ინიციატივას მხარი არ დაუჭირეს. კარლ მარქსის ძეგლის გადატანა და აქ ეკატერინე II-ის ძეგლის დაბრუნების საკითხი კვლავ წამოიჭრა 2005 წელს, მას შემდეგ, რაც როსტოვში გადააადგილეს კიროვის ძეგლი[5]. გამოკიტხვის შედეგების თანახმად კარლ მარქსის ძეგლის გადატანის წინააღმდეგი გამოვიდა პროლეტარის რაიონის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი[6].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Андрианов В. И., Терещенко А. Г. Памятники Дона. — Ростов-на-Дону: Ростовское книжное издательство, 1981. — С. 92.
  2. 2.0 2.1 Сергей Петрович Маркса разведут с Екатериной // Ростов Официальный. — 2006. — № 12 (591).
  3. Список памятников истории и культуры, исключаемых из перечня объектов исторического и культурного наследия федерального (общероссийского) значения и рекомендуемых для отнесения к категории памятников истории и культуры местного значения. ostashkov.codis.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-23. ციტირების თარიღი: 2013-08-05.
  4. Пролетарский район. rostov-gorod.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-23. ციტირების თარიღი: 2013-08-05.
  5. Елена Мухина Маркс поменяет прописку? // Ростов официальный. — 2006. — № 31 (558).
  6. Юлия Банишевская. (2006-02-16) Самые нелепые памятники Ростова. Комсомольская правда. ციტირების თარიღი: 2013-08-04.