კარლ ისიდორ კორი
| კარლ ისიდორ კორი | |
|---|---|
| გერმ. Carl Isidor Cori | |
|
| |
| დაბ. თარიღი | 24 თებერვალი, 1865[1] [2] [3] |
| დაბ. ადგილი | მოსტი[4] [3] [5] |
| გარდ. თარიღი | 31 აგვისტო, 1954[1] [2] (89 წლის) |
| გარდ. ადგილი | ვენა[4] [5] |
| დასაფლავებულია | ვენის ცენტრალური სასაფლაო |
| მოქალაქეობა |
|
| საქმიანობა | ზოოლოგი, პედაგოგი, უნივერსიტეტის პროფესორი, ზღვის ბიოლოგი და ექიმი[2] |
| მუშაობის ადგილი | German Technical University in Prague და კარლ ფერდინანდის უნივერსიტეტი |
| ალმა-მატერი | ლაიფციგის უნივერსიტეტი, კარლ ფერდინანდის უნივერსიტეტი, კარლის უნივერსიტეტი, კარლ ფერდინანდის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი[3] და German University in Prague Medical School[3] |
| სამეცნიერო ხარისხი | მედიცინის დოქტორი |
| შვილ(ებ)ი | კარლ ფერდინანდ კორი |
| ნათესავ(ებ)ი | Felix Mainx |
კარლ ისიდორ კორი (გერმ. Carl Isidor Cori, დ. 24 თებერვალი, 1865, მოსტი, ჩრდილოეთ ჩეხეთი — გ. 31 აგვისტო, 1954, ვენა) — ჩეხ-ავსტრიელი ზოოლოგი, პრაღის გერმანული უნივერსიტეტის რექტორი. კარლ ფერდინანდ კორის მამა.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კარლ ისიდორ კორი დაიბადა 1865 წლის 24 თებერვალს, ქალაქ მოსტში.[6] მისი მამა, ფრანც ედუარდ კორი, წარმოშობით ინდრჟიხუვგრადეციდან იყო.[7] კორმა ზოოლოგია კარლის უნივერსიტეტში ისწავლა, რის შემდეგაც სწავლა ლაიფციგის უნივერსიტეტში გააგრძელა, სადაც 1889 წელს ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი მიიღო. ორ წელიწადში მან პრჟაში მედიცინის დოქტორის ხარისხიც დაიცვა, ხოლო 1892 წელს ზოოლოგიასა და შედარებით ანატომიაში ჰაბილიტაცია (მეცნიერული კვალიფიკაციის დადასტურების პროცესი, რომელიც დოქტორის ხარისხზე მაღალ დონედ ითვლება) მოიპოვა.
შემდეგ კარლ ისიდორ კორი მუშაობდა პრაღის გერმანულ ტექნიკურ უნივერსიტეტში — თავდაპირველად ზოოლოგიის პროფესორის ასისტენტად, 1898 წელს კი გახდა ექსტრაორდინარული პროფესორი, ხოლო 1905 წელს — სრული პროფესორი. უნივერსიტეტი მხარს უჭერდა მის სამეცნიერო საქმიანობას და 1898 წელს კორის ტრიესტში დარჩენის საშუალება მისცა. იქ იგი გახდა ადგილობრივი ზოოლოგიური სადგურის დირექტორი და ამავდროულად ხელმძღვანელობდა ოკეანოგრაფიულ ბიოლოგიური კვლევების სადგურს, რომელიც ცხოველებისა და მცენარეების შესწავლას ემსახურებოდა. კორი სპეციალიზირდებოდა ზოგიერთი ზღვის ცხოველის კვლევაში, განსაკუთრებით — ფორონიდების (Phoronida) ჯგუფის, რომელზეც მან 1930-იან წლებში ორი პუბლიკაცია დაწერა. ის ასევე იკვლევდა სხვადასხვა ჯგუფის ზღვის უხერხემლოებს.
1918 წელს კარლ ისიდორ კორი ოჯახთან ერთად დაბრუნდა პრაღაში. 1919 წლიდან 1936 წლამდე ის პრაღის გერმანული უნივერსიტეტის პროფესორი იყო. ჩეხოსლოვაკიის რესპუბლიკის დაარსების შემდეგ, გერმანულ უნივერსიტეტში საბუნებისმეტყველო მეცნიერებები გამოეყო ფილოსოფიურ ფაკულტეტს და დამოუკიდებელი საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი ჩამოყალიბდა. 1921-1923 წლებში კორი ამ ფაკულტეტის დეკანი იყო. მან სამჯერ დაიკავა უნივერსიტეტის რექტორის პოსტი (1925-1926, 1927-1928 და 1930-1931 წწ.), ხოლო ხუთი აკადემიური წლის განმავლობაში იყო უნივერსიტეტის პრორექტორი.
ჩეხოსლოვაკიის დაარსების შემდეგ კარლ ისიდორ კორი სათავეში ჩაუდგა ზოოლოგიის ინსტიტუტს, ხოლო 1925 წლიდან — პრაღის ზოოლოგიის ინსტიტუტს. ის ასევე იყო მეცნიერებათა და ხელოვნების ჩეხოსლოვაკიის გერმანული საზოგადოების წევრი და საშუალო სკოლებისთვის პედაგოგიური კვალიფიკაციების შემმოწმებელი სამეცნიერო-საგამოცდო კომისიის დირექტორის მოადგილე.
სამეცნიერო წრეებში კორი მეტწილად ცნობილია თავისი ვაჟით — ბიოქიმიკოსით კარლ ფერდინანდ კორით, რომელმაც თავის ცოლთან, ჰერტი ტერეზა კორისთან ერთად, 1947 წელს ნობელის პრემია მოიპოვა „გლიკოგენის კატალიზური გარდაქმნის აღმოჩენისთვის“.
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Die Nephridien der Cristatella, 1893. GoogleBooks
- Das Auftriebsieb – Eine Vorrichtung zum Reinigen, Sortiren und Conserviren des pelagischen Auftriebes, 1893. GoogleBooks
- Das Objecttischaquarium, 1893. GoogleBooks
- mit Heinrich Georg Bronn: Klassen und Ordnungen des Tierreichs: Würmer, 1904. GoogleBooks
- Das Blutgefäßsystem des jungen Ammocoetes, 1906. GoogleBooks
- Der Naturfreund am Strande der Adria und des Mittelmeergebietes, 1910.
- Die Tierwelt Deutschlands und der angrenzenden Meeresteile nach ihren Merkmalen und nach ihrer Lebensweise: Muschellinge oder Molluscoidea und Manteltiere oder Tunicata : (Kamptozoa, Phoronidea, Bryozoa, Tunicata, Ascidiae). G. Fischer 1930.
- Biologie der Tiere: Entwicklung, Bau und Leistung des Tierkörpes. Eine Einführung für Studierende der Medizin und der Naturwissenschaften, Urban & Schwarzenberg 1935. GoogleBooks
- Kamptozoa, Phoronidea, Bryozoa, in: Handbuch der Zoologie, 1929–1941. GoogleBooks
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]Helmut Dolezal. Cori, Carl Isidor // Neue Deutsche Biographie (нем.). — Berlin: Duncker & Humblot, 1957. — Bd. 3. — S. 360. — ISBN 3-428-00184-2.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Перепись населения Праги 1830-1910 (1920), Карл Исидор Кори *1865 დაარქივებული 2018-10-22 საიტზე Wayback Machine.
- Подробная биография на сайте mumost.cz
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Biographies of the Entomologists of the World — Senckenberg German Entomological Institute.
- ↑ 2.0 2.1 2.2 Národní autority České republiky
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 Studenti pražských univerzit 1882–1945
- ↑ 4.0 4.1 Deutsche Nationalbibliothek Record #116672412 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
- ↑ 5.0 5.1 verschiedene Autoren Biographisches Lexikon zur Geschichte der böhmischen Länder — R. Oldenbourg Verlag, Collegium Carolinum, 2000.
- ↑ Rod Carla Ferdinanda Coriho. ციტირების თარიღი: 2022-05-24.
- ↑ Matriční záznam o narození a křtu დაარქივებული 2020-06-02 საიტზე Wayback Machine. – * 7. 2. 1812 Franz Eduard, otec Joseph Cory a matka Karolina Pelclová, jejíž otec byl František Martin Pelcl