კარლ ვილჰელმ ჰიუბნერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
კარლ ვილჰელმ ჰიუბნერი
Die Gartenlaube (1872) b 045.jpg
დაიბადა 17 ივნისი 1814(1814-06-17)[1] [2]
დაბადების ადგილი კენიგსბერგი
გარდაიცვალა 5 დეკემბერი 1879(1879-12-05)[1] [2] (65 წლის)
გარდაცვალების ადგილი დიუსელდორფი[3]
მიმდინარეობა საჟანრო ფერწერა

კარლ ვილჰელმ ჰიუბნერი (გერმ. Carl Wilhelm Hübner; დ. 17 ივნისი, 1814, კენიგსბერგი — გ. 5 დეკემბერი, 1879, დიუსელდორფი) — გერმანელი ფერმწერი, დიუსელდორფის სკოლის წარმომადგენელი. სწავლობდა დიუსელდორფის სამხატვრო აკადემიაში ვ. შადოვთან და კ. ზონთან. ცდილობდა ჟანრული სურათებისათვის სოციალური ჟღერადობა მიეცა, მიმართავდა ყოველდღიურობის მტკივნეულ საკითხებს („გადასახლებულებთან დამშვიდობებდა“, 1846 და 1855). ჰიუბნერის ცნობილ ნამუშევარში „სილეზიელი ფეიქრები“ (1844, პაფრატის გალერეა, დიუსელდორფი) რეალისტურად ასახა მუშათა სასტიკი ექსპლუატაცია. ჰიუბნერის შემოქმედებას დიდად აფასებდა ფრიდრიხ ენგელსი.

ფოტოგალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]