კარლ ბილდტი
ნილს დანიელ კარლ ბილდტი (შვედ. Nils Daniel Carl Bildt გამოთქმა დ. 15 ივლისი, 1949) — შვედი პოლიტიკოსი, დიპლომატი და საზოგადო მოღვაწე. იგი 1991-1994 წლებში იყო შვედეთის პრემიერ-მინისტრი. ხოლო 1986 წლიდან 1999 წლამდე ეკავა ლიბერალურ კონსერვატიული პარტიის ლიდერის პოსტი. 2006 წლის 6 ოქტომბრის შემდეგ არის შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. საერთაშორისო დონეზე ბილდტი ცნობილია როგორც მედიატორი იუგოსლავიის კონფლიქტში, სადაც იგი სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროკავშირის დესპანის სტატუსით მოქმედებდა.
კარლ ბილდტი დაიბადა ჰალმშტადტში, ჰალლანდში და არის ბოჰუსის ოლქში მცხოვრები ძველი ნორვეგიელების, დანიელებისა და შვედების შთამომავალი. ბილდტი სწავლობდა სტოკჰოლმის უნივერსიტეტში, მაგრამ ის არასდროს დაუმთავრებია. ბილდტის დიდი პაპის მამა, ბარონ გილის ბილდტიც შვედეთის პრემიერ-მინისტრი იყო დაახლოებით ერთი საუკუნით ადრე. ხოლო დიდი პაპა კნუტ ბილდტი — შვედეთის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი.
კარლ ბილდტი 1974-75 წლებში დაქორწინებული იყო კერსტინ ზატერბერგზე, 1984-97 წლებში მია ბომანზე, ამჟამად კი ცოლად ჰყავს ანა მარია კორაცა ბილდტი, რომელზეც 1998 წელს იქორწინა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოფიციალური საიტი
- ბილდტის შვედურ ენოვანი ბლოგი
- ბილდტის ინგლისურ ენოვანი ბლოგი (არააქტიური)
- youtube.com/utrikesdepartementet - ბილდტისა და შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს არხი საიტზე YouTube.