შინაარსზე გადასვლა

კარლო კოციო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კოციოს ტრაქტატის გარეკანი

კარლო კოციო (იტალ. Carlo Cozio; დ. დაახლ. 1715 — გ. დაახლ. 1780) — იტალიელი საჭადრაკო თეორეტიკოსი. 1766 წელს ტურინში გამოაქვეყნა ტრაქტატი „ჭადრაკის თამაში“, რომელიც ორი ნაწილისგან შედგებოდა. ენდშპილების გარდა, კოციომ თავისი კვალი დატოვა დებიუტების თეორიაში. რამდენიმე ვარიანტი დღესაც მის სახელს ატარებს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გურგენიძე დ., ვისწავლოთ ენდშპილი, ნაწ. I, თბ., 2004. — გვ. 15.