შინაარსზე გადასვლა

კარლოს ხულიო აროსემენა მონროი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კარლოს ხულიო აროსემენა მონროი
დაბადების თარიღი 24 აგვისტო, 1919(1919-08-24)[1] [2]
დაბადების ადგილი გუაიაკილი
გარდაცვალების თარიღი 5 მარტი, 2004(2004-03-05)[1] [2] (84 წლის)
გარდაცვალების ადგილი გუაიაკილი
მოქალაქეობა  ეკვადორი
განათლება University of Guayaquil
მამა კარლოს ხულიო აროსემენა ტოლა
დედა Laura Monroy Garaycoa
მეუღლე/ები Gladys Peet

კარლოს ხულიო აროსემენა მონროი ( დ. 24 აგვისტო, 1919[3] – გ. 5 მარტი, 2004)[4]ეკვადორის პოლიტიკოსი. აროსემენა მონროი აირჩიეს ეკვადორის ვიცე-პრეზიდენტად 1960 წელს.[5] იგი პრეზიდენტ ხოსე მარია ველასკო იბარას ჩამოშორების შედეგად გახდა ეკვადორის პრეზიდენტი 7 ნოემბრიდან, 196111 ივლისამდე, 1963.[6]

ის დაიბადა გუაიაკილში, ეკვადორის ყოფილი პრეზიდენტის, კარლოს ხულიო აროსემენა ტოლასა და ლაურა მონროი გარაიკოას ოჯახში. 1952 წელს იგი იყო დეპუტატთა პალატის პრეზიდენტი (თავმჯდომარე). როგორც ვიცე-პრეზიდენტი, იგი ასევე იკავებდა სენატის პრეზიდენტის პოსტს.

მისი მმართველობა მიმდინარეობდა რეგიონულად მშფოთვარე კონტექსტში, რაც გამოწვეული იყო კუბის რევოლუციითა და ლათინურ ამერიკაში ანტიკომუნისტური სამხედრო დიქტატურების დამყარებით. პრეზიდენტობის პერიოდში მან მოახდინა ტელეკომუნიკაციების ქსელის მოდერნიზება, დააარსა ეროვნული ავიაკომპანია TAME და გუაიაკილის საერო და კათოლიკური უნივერსიტეტები, წამოიწყო ქვეყანაში საგზაო მშენებლობები და შემოიღო მეცამეტე ხელფასი. მისმა მხარდაჭერამ ფიდელ კასტროს რევოლუციისადმი კუბაში, გამოიწვია მუდმივი კონფლიქტი კონგრესსა და სამხედროებთან.[6]

თანამდებობაზე ყოფნისას მისი იმპიჩმენტის ორი წარუმატებელი მცდელობა განხორციელდა. იგი 1963 წელს სამხედრო ხუნტამ დაამხო მას შემდეგ, რაც მან გააკრიტიკა აშშ-ის მთავრობა და შეურაცხყოფა მიაყენა მორის მ. ბერნბაუმს, აშშ-ის ელჩს ეკვადორში.[7]

  1. 1 2 Encyclopædia Britannica
  2. 1 2 Munzinger Personen
  3. (1998) Latin American lives: selected biographies from the five-volume Encyclopedia of Latin American history and culture. Macmillan Library Reference USA. ISBN 9780028650609. 
  4. Lives in Brief (March 18, 2004). ციტირების თარიღი: January 6, 2022
  5. Vicepresidentes en la historia. ციტირების თარიღი: 25 November 2017
  6. 1 2 "Carlos Julio Arosemena Monroy". Encyclopædia Britannica Online.
  7. „Ecuador President Outlaws Reds In Face of General Strike“. St. Petersburg Times. UPI. 13 July 1963. p. 3-A. ციტირების თარიღი: 13 August 2012. ციტატა: „According to an official who was at the banquet, the insult came when Arosemena offered a toast to Bernbaum: 'I drink to the people, but not to the government of the United States of North America.'“