კარლოს რუის საფონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კარლოს რუის საფონი
ესპ. Carlos Ruiz Zafón
დაბადების თარიღი 25 სექტემბერი, 1964
დაბადების ადგილი ბარსელონა[1] [2]
გარდაცვალების თარიღი 19 ივნისი, 2020 (55 წლის)
გარდაცვალების ადგილი ლოს-ანჯელესი, აშშ[3] [4]
საქმიანობა რომანისტი, სცენარისტი, პუბლიცისტი[5] , მწერალი[6] და კინოსცენარისტი[6]
ენა ესპანური ენა
მოქალაქეობა  ესპანეთი[7]
ალმა-მატერი Centre educatiu privat Jesuïtes Sarrià - Sant Ignasi[8] და ბარსელონის ავტონომიური უნივერსიტეტი[9]
Magnum opus The Prince of Mist, The Midnight Palace, Marina, The Shadow of the Wind და The Labyrinth of Spirits
ჯილდოები Humo's Gouden Bladwijzer, Crimezone Thriller Awards, გამომცემლობა „Edebé“-ის პრემია საბავშვო და ახალგაზრდული ლიტერატურის დარგში, პროგრამა „პროტაგონისტების“ პრემია და Q124796675?[10]
საიტი carlosruizzafon.com

კარლოს რუის საფონი (ესპ. Carlos Ruiz Zafón; დ. 25 სექტემბერი, 1964, ბარსელონა — გ. 19 ივნისი, 2020, ლოს-ანჯელესი) — ესპანელი (კატალონიელი) მწერალი.

ბიოგრაფია და შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კარლოს რუის საფონი დაიბადა ბარსელონაში. იეზუიტის სკოლის დამთავრების შემდეგ მან გადაწყვიტა კომპიუტერული მეცნიერების შესწავლა. უკვე პირველ წელს ის ცნობილმა სარეკლამო სააგენტომ შენიშნა. მალე იგი ბარსელონას ოფისის კრეატიული დირექტორი გახდა. თანამდებობა დატოვა 1992 წელს.

მისი ლიტერატურული მოღვაწეობა 1993 წელს დაიწყო თინეიჯერებისთვის განკუთვნილი მისტიკური წიგნების სერიით — „ნისლის თავადი“ (El príncipe de la niebla), „შუაღამის სასახლე“ (El palacio de la medianoche), „სექტემბრის შუქები“ (Las luces detie sepmbre) (მოგვიანებით გაერთიანდა „ნისლის ტრილოგიაში“) და „მარინა“ (Marina). 1994 წელს იგი საცხოვრებლად შეერთებულ შტატებში გადავიდა და ლოს-ანჯელესში დასახლდა, სადაც სცენარისტად დაიწყო მუშაობა.

2001 წელს მან დაწერა თავისი პირველი „ზრდასრული“ რომანი — „ქარის ჩრდილი“ (La sombra del viento), რომელიც მოგვიანებით ითარგმნა 30-ზე მეტ ენაზე და გამოიცა მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში, რომელთა ტირაჟი 10 მილიონ ეგზემპლარს შეადგენს.

„ქარის ჩრდილის“ შემდეგ, 2008 წელს კარლოსმა დაწერა „ანგელოზთა თამაშები“ (El juego del ángel), რომელიც ბარსელონაში მდებარე გამომცემლობა Planeta-მ გამოაქვეყნა. წიგნის მილიონობით ეგზემპლარი გაიყიდა. საფონის ბოლო რომანი, „ცის ტუსაღი“ (El prisionero del cielo) 2011 წელს გამოვიდა და ლათინურ ამერიკაში წლის ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი წიგნი გახდა.[11]

გარდაიცვალა 2020 წლის 19 ივნისს ლოს-ანჯელესში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ.[12]

ნაწარმოებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • El Prisionero del Cielo (2011)
  • El juego del ángel (2008)
  • La sombra del viento (2001)
  • Marina (1999)
  • Las luces de septiembre (1995)
  • El palacio de la medianoche (1994)
  • El príncipe de la niebla (1993)
  • El Laberinto de los Espíritus (2016)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]