კარლოს რაულ ვილიანუევა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
კარლოს რაულ ვილიანუევა
პირადი ინფორმაცია
დაბ. თარიღი 30 მაისი 1900(1900-05-30)[1] [2] [3]
დაბ. ადგილი ლონდონი, გაერთიანებული სამეფო
გარდ. თარიღი 16 აგვისტო 1975(1975-08-16)[1] [2] [3] (75 წელი)
გარდ. ადგილი კარაკასი, ვენესუელა
ნამუშევრები და მიღწევები
საქმიანობა არქიტექტორი და ქალაქთმშენებელი
მოქალაქეობა Flag of Venezuela (state).svg ვენესუელა
ალმა-მატერი სახვითი ხელოვნების ეროვნული უმაღლესი სკოლა
მნიშვნელოვანი პროექტები ოლიმპიური სტადიონი

კარლოს რაულ ვილიანუევა (ესპ. Carlos Raúl Villanueva; დ. 30 მაისი 1900, ლონდონი — გ. 16 აგვისტო, 1975, კარაკასი) — ვენესუელელი არქიტექტორი. მისი ნამუშევარი „კარაკასის საუნივერსიტეტო ქალაქი“ შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში (2000).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კარლოს რაულ ვილიანუევა დაიბადა 1900 წლის 30 მაისს. იგი იყო კარლოს ანტონიო ვილიანუევის და პაულინა ასტულის შვილი. სწავლობდა პარიზის ნატიფ ხელოვნებათა ეროვნულ სკოლაში, რომელიც დაამთავრა 1928 წელს. 1929 წლიდან მუშაობდა ვენესუელაში. ლათინური ამერიკის თანამედროვე არქიტექტურის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელია. კარაკასში ააგო „საუნივერსიტეტო ქალაქი“ (1944-1970), „სტადიონი“ (1950), „დიდი აუდიტორია“ (1952) და სხვ. დააპროექტა საცხოვრებელი კომპლექსები კარაკასში, რომელთა შორისაა: „ელ-პარაისო“, „23 იანვარი“ და სხვ.

მისი ნამუშევრები გამოირჩევა გაბედული კონსტრუქციული სისტემითა და მხატვრული გამომსახველობით, კომპოზიციათა დინამიური ექსპრესიულობით, ხოლო საცხოვრებელი კომპლექსები — ტერიტორიისა და ბინების რაციონალური დაგეგმარებით, უხვად იყენებდა ქანდაკებას, ფერწერასა და მოზაიკას.

დიდი როლი ითამაშა ქალაქების: კარაკასის, მარაკაისა და ვენესუელის სხვა ქალაქების მოდერნიზაციის განვითარებისათვის.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1.0 1.1 RKDartists
  • 2.0 2.1 SNAC — 2010.
  • 3.0 3.1 Encyclopædia Britannica