შინაარსზე გადასვლა

კარლოს დელგადო ჩალბი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კარლოს დელგადო ჩალბი
დაბადების თარიღი 20 იანვარი, 1909(1909-01-20)[1]
დაბადების ადგილი კარაკასი
გარდაცვალების თარიღი 13 ნოემბერი, 1950(1950-11-13)[1] (41 წლის)
გარდაცვალების ადგილი კარაკასი
მოქალაქეობა ვენესუელა
განათლება ლაკანალის ლიცეუმი
მამა Román Delgado Chalbaud

კარლოს დელგადო ჩალბი ( დ. 20 იანვარი, 1909 — გ. 13 ნოემბერი, 1950) — ვენესუელელი სამხედრო ოფიცერი, რომელიც მსახურობდა ვენესუელის პრეზიდენტად 1948 წლიდან 1950 წლამდე, როგორც სამხედრო ხუნტის ლიდერი. 1945 წელს იგი იყო ერთ-ერთი მაღალჩინოსანი ოფიცერი, რომელმაც სახელმწიფო გადატრიალების გზით ხელისუფლებაში მოიყვანა პარტია „დემოკრატიული მოქმედება“. 1948 წელს, თავდაცვის მინისტრის რანგში, მან უხელმძღვანელა კიდევ ერთ სამხედრო გადატრიალებას და მართავდა როგორც პრეზიდენტი კარაკასში მის მკვლელობამდე.

დელგადო ჩალბო იყო რომან დელგადო ჩალბოს (ფრანგი იმიგრანტის შვილიშვილი და ანდალუსიელი კოლონისტის შვილთაშვილი) და ლუისა ელენა გომეს ველუტინის (კორსიკული წარმოშობის) ვაჟი. იგი ცნობილი იყო როგორც კარლოს დელგადო ჩალბო, რადგან მამის, რომან დელგადო ჩალბოს გვარს იყენებდა მისი ხსოვნის პატივსაცემად. როდესაც იგი 20 წლის იყო, დანციგის პორტში (პოლონეთი) ავიდა Falke კრეისერზე. იგი 1929 წლის 11 აგვისტოს კუმანას სანაპიროზე გადავიდა იმ მიზნით, რომ დაემხოთ მმართველი ხუან ვისენტე გომესი. ამ წარუმატებელ ოპერაციაში მამამისი რომანი, ექსპედიციის მეთაური, მოკლეს, რის შემდეგაც კარლოსი საფრანგეთში დაბრუნდა.

დელგადო ჩალბომ ცხოვრების უდიდესი ნაწილი პარიზში გაატარა, სადაც სწავლობდა ინჟინერიას, მოგვიანებით კი სენ-სირის სამხედრო აკადემიაში გააგრძელა სწავლა. იგი ვენესუელაში 1939 წელს დაბრუნდა და პრეზიდენტმა, გენერალმა ელეასარ ლოპეს კონტრერასმა დაუყოვნებლივ ჩარიცხა ვენესუელის არმიაში კაპიტნის ჩინით.

როგორც შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ოფიცერი, რომელიც დაკავშირებული იყო იმ ჯგუფთან, რომელმაც 1945 წელს ისაიას მედინა ანტარიგა დაამხო, კარლოსი იყო სამთავრობო რევოლუციური ხუნტის წევრი, და მან მედინა შეცვალა. ის იყო თავდაცვის მინისტრი რომულო ბეტანკურისა და რომულო გალიეგოსის პრეზიდენტობის დროს.

1948 წელს ჩალბო იყო მათ შორის, ვინც დაამხო პრეზიდენტ გალიეგოსის მთავრობა,ასევე იყო სამთავრობო სამხედრო ხუნტის წევრი მარკოს პერეს ხიმენესთან და ლუის ლიოვერა პაესთან ერთად, რომელიც სამკაციანი ხუნტის ტიტულოვანი ხელმძღვანელი გახლდათ.

ჩალბო გაიტაცეს და მოკლეს 1950 წლის 13 ნოემბერს[2] ჯგუფის მიერ, რომელსაც რაფაელ სიმონ ორბინა და მისი ძმისშვილი დომინგო ორბინა ხელმძღვანელობდნენ. გატაცება მოხდა კარაკასში, Country Club-ისა და Chapellin-ის უბნებს შორის, ხოლო მისი მკვლელობა მოხდა ნახევრად მიტოვებულ ლას მერსედესის უბანში. მისი მკვლელობა, როგორც ჩანს, იყო სიმონ ორბინას მიერ ორგანიზებული წარუმატებელი გატაცების გაუთვალისწინებელი შედეგი, რომლის მიზანიც ჩალბოს პრეზიდენტობის დამხობა იყო. ზოგიერთს სჯერა, რომ ორბინას სძულდა დელგადო ჩალბო, სხვები კი ამტკიცებენ, რომ ისინი ახლოს იყვნენ პოლიტიკურ ნიადაგზე უთანხმოებამდე. ორბინას შეპყრობისა და დაპატიმრების მეორე დღეს, იგი მოკლეს საიდუმლო პოლიციის, DSN-ის (ეროვნული უსაფრთხოების სამმართველო) ბრძანებით, რითაც ეფექტურად განმტკიცდა პერეს ხიმენესის პოზიცია, როგორც ვენესუელის მმართველისა მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში.

ჩალბო დაქორწინებული იყო ლუსია დევაინზე, რომელიც მსახურობდა ვენესუელის პირველ ლედად 1848 წლიდან 1950 წლამდე. სერო კარლოს დელგადო ჩალბო (1047 მ), მთა ვენესუელის ამასონასის შტატში, სადაც მდებარეობს მდინარე ორინოკოს სათავეები, მის სახელს ატარებს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1 2 Find a Grave — 1996.
  2. „State Funeral for Venezuelan Chief Delgado“. Lewiston Evening Journal. 15 November 1950. p. 10.