კარლი ფიორინა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
CarlyFiorina49416.jpeg

კარლი ფიორინა (ინგლ. Carly Fiorina), დაბადებით კარა კარლტონ სნიდი (ინგლ. Cara Carleton Sneed; დ. 6 სექტემბერი 1954, ოსტინი, ტეხასი) — ამერიკელი მეწარმე და პოლიტიკოსი, კორპორაცია Hewlett-Packard-ის ყოფილი პრეზიდენტი და მთავარი აღმასრულებელი დირექტორი (1999—2005 წწ.).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კარლი ფიორინა დაიბადა 1954 წლის 6 სექტემბერს, ტეხასის ქალაქ ოსტინში, ტეხასის უნივერსიტეტის სამართლის პროფესორის ჯოზეფ ტაირი სნიდისა (შემდეგში იუსტიციის მინისტრის მოადგილე რიჩარდ ნიქსონის ადმინისტრაციაში და ასევე ფედერალური მოსამართლე 1973 წლიდან) და მისი მეუღლის, მხატვარ მადლონ მონტროსის ოჯახში. ახალგაზრდა კარლიმ გამოიცვალა რამდენიმე სკოლა, მათ შორის სწავლობდა განაში, რადგან პროფესორის ახალი სამსახურის გამო ოჯახი გადავიდა საცხოვრებლად. კარლიმ სწავლა დაიწყო კალიფორნიის უნივერსიტეტის იურიდიულ სკოლაში, მაგრამ მამის უკმაყოფილების გამო იგი მიატოვა. 1976 წელს დაასრულა სტენფორდის უნივერსიტეტი, სადაც სწავლობდა შუა საუკუნეების ისტორიასა და ფილოსოფიას. 1980 წელს დაასრულა მერილენდის უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული რობერტ სმიტის ბიზნესის სკოლა და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ბაზაზე არსებული მენეჯმენტის სკოლა[1].

კარიერა IT-კომპანიებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1980 წლიდან მუშაობს ამერიკის ტრანსნაციონალურ ტელეკომუნიკაციების კომპანია AT&T-ის ერთ-ერთ ქვედანაყოფში, სადაც 1989 წლამდე გაიკეთა კარიერა დაწყებული სავაჭრო წარმომადგენლიდან აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტამდე და მთავარ აღმასრულებელ დირექტორამდე, 1989 წლიდან 1998 წლამდე მუშაობდა კომპანია Network Systems Corporation-ის აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტად ჩრდილოეთამერიკული ოპერაციების საკითხებში, ხოლო 1998-1999 წლებში მუშაობდა კომპანია Lucent Technologies-ში[2].

1999 წლიდან ფიორინა მუშაობდა კომპანია Hewlett-Packard-ის მთავარ აღმასრულებელ დირექტორად და პრეზიდენტად. მისი ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება იყო HP–ის ცალკეული განყოფილების დაქვემდებარება, რომელიც დაკავებული იყო ტექნიკური ტესტირების აღჭურვილობის დამზადებით. 2001-2002 წლებში ფიორინის პრეზიდენტობის დროს ჩატარდა ერთ–ერთი უდიდესი გარიგება IT-ბაზრის ისტორიაში (გარიგების ფასი 25 მლრდ დოლარი): გაერთიანდა ორი კომპანია Hewlett-Packard და Compaq, უკანასკნელმა 1998 წელს შეიერთა IT-გიგანტი, კორპორაცია Digital Equipment Corporation, რომელიც რთულ ფინანსურ მდგომარეობაში იყო[3]. 2005 წლის თებერვალში ფიორინამ დატოვა კომპანია Hewlett-Packard, მანამ, სანამ ამასა გააკეთებდა მისადმი მტრულად განწყობილი დირექტორთა საბჭო[4].

პოლიტიკური კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კარლი ფიორინა ფორუმზე, ნაშუა, 18 აპრილი, 2015.

2008 წელს ფიორინა მონაწილეობდა ჯონ მაკ-კეინის საპრეზიდენტო კამპანიაში. ოფიციალურად იგი იყო მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში.

2010 წელს რესპუბლიკურმა პარტიამ ფიორინა წარადგინა სენატის არჩევნებში კალიფორნიის შტატიდან, მაგრამ მიიღო ხმების მხოლოდ 42 % და დამარცხდა დემოკრატ ბარბარა ბოკსერთან.

2015 წლის 18 აპრილს კარლი ფიორინა წარმატებით გამოციდა რესპუბლიკელების ფორუმზე ნიუ-ჰემპშირის შტატის ქალაქ ნაშუაში, სადაც მისი სიტყვის ძირითადი თემა გამოიხატებოდა სიტყვებით: „Hillary Clinton must not be president of the United States“ — „ჰილარი კლინტონი არ უნდა გახდეს აშშ-ის პრეზიდენტი“.

2015 წლის 22 აპრილს Wall Street Journal-მა გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ კარლი ფიორინა ოფიციალურად აპირებდა 4 მაისიდან 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პრეიმერიზში ჩართვას[5].

2015 წლის 4 მაისის დილით ჯორჯ სტეფანოპულოსის პროგრამაში ABC News-ზე, კარლი ფიორინამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ჩაერთო წინასაარჩევნო ბრძოლაში: „ვფიქრობ მე ვარ საუკეთესო ადამიანი ამ სამსახურისათვის, რაგდანაც მე კარგად ვიცი, როგორ მუშაობს ეკონომიკა“[6].

ფიორინამ დაადანაშაულა ბარაკ ობამას ადმინისტრაცია ისლამური ექსტრემიზმის საფრთხის შეუფასებლობაში და განაცხადა, რომ ჰილარი კლინტონმა, როგორც სახელმწიფო მდივანმა, ნაკლები ყურადღება დაუთმო ამერიკის მტრებს, კერძოდ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს.

ეკონომიკის სფეროში ფიორინა მიიჩნევს, რომ აუცილებელია სახელმწიფო რეგულირების შემცირება, ამიტომ მან გააკრიტიკა 2009 წელს მიღებული ეკონომიკური სტიმულირების ფედერალური პროგრამა.

2016 წლის 9 თებერვალს, პრაიმერიზში განცდილი მარცხის შემდეგ (მათ შორის ნიუ-ჰემპშირშიც) ფიორინა ჩამოშორდა საპრეზიდენტო მარათონს[7] და ერთი თვის შემდეგ მხარი დაუჭირა ტედ კრუზს[8].

2016 წლის 27 აპრილი ტედ კრუზმა ოფიციალურად გამოაცხადა კარლი ფიორინას მონაწილეობა პარტნიორად თავის საპრეზიდენტო კამპანიაში[9], მაგრამ უკვე 3 მაისს, ასევე პრაიმერიზში განცდილი მარცხის შემდეგ ტედ კრუზმაც გამოაცხადა საპრეზიდენტო მარათონიდან გასვლა[10].

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კარლი ფიორინას პირველი მეუღლე იყო სტენფორდელი თანაკურსელი ტოდ ბარტლემი, რომელთან ერთადაც გადავიდა ბოლონიაში და იქ ინგლისურ ენას ასწავლიდა იტალიელ ბიზნესმენესბ. ექვსი წლის შემდეგ დაბრუნდნენ აშშ-ში დამალევე გაშორდა ქმარს. ერთი წლის შემდეგ ცოლად გაყვა AT&T-ის თანამშრომელს ფრენკ ფიორინას. 2010 წელს, სენატის არჩევნებამდე 15 თვით ადრე დაუდგინეს მკერდის კიბო და გაიკეთა ოპერაცია, ასევე გაიარა ქიმიოთერაპიისა და რადიოთერაპიის სრული კურსი[11]. მას საკუთარი შვილი არ ჰყავს. ერთადერთი ბავშვი ოჯახში არის ფრენკის შვილი წინა ქორწინებიდან[12].

კარლი ფიორინას ჰყავს და, კლარა სნიდი და ძმა, ჯოზეფ სნიდი. მათი მამა ჯოზეფი გარდაიცვალა 2018 წელს, ხოლო დედა — 1998 წელს[13].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Carly Fiorina. biography.com. ციტირების თარიღი: 2015-04-30.
  2. Carly Fiorina. Reference for Business. Encyclopedia of Business, 2nd ed.. ციტირების თარიღი: 2015-04-30.
  3. HP, Compaq face challenges. CNNMoney (2001-09-04). ციტირების თარიღი: 2015-05-02.
  4. Михаил Оверченко, Александр Силонов. (2006-09-29) Под колпаком Hewlett-Packard. Abos.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-05-05. ციტირების თარიღი: 2015-05-02.
  5. Paige Lavender. (2015-04-22) Carly Fiorina To Launch 2016 Campaign On May 4: Report. Huffington Post. ციტირების თარიღი: 2015-04-30.
  6. Amy Chozick. (2015-05-04) Carly Fiorina Announces 2016 Presidential Campaign. The New York Times. ციტირების თარიღი: 2015-05-04.
  7. Chris Christie and Carly Fiorina drop out. The Economist (2016-02-10). ციტირების თარიღი: 2016-02-11.
  8. Lisa Hagen and Jesse Byrnes. (2016-03-09) Fiorina endorses Cruz. The Hill. ციტირების თარიღი: 2016-03-12.
  9. Andy Borowitz. (2016-04-27) Cruz Hopes To Tap Into Immense Popularity of Carly Fiorina. The New Yorker. ციტირების თარიღი: 2016-04-28.
  10. Ben Jacobs, Dan Roberts and Ed Pilkington. (2016-05-04) Ted Cruz drops bid for Republican nomination, clearing path for Trump. The Guardian. ციტირების თარიღი: 2016-05-04.
  11. Frank Bruni. (2010-06-02) Carly Fiorina Means Business. The New York Times. ციტირების თარიღი: 2015-05-01.
  12. Mark Halperin, John Heilemann. (2015-05-04) The Definitive H&H Carly Fiorina Scouting Report. Bloomberg Politics. ციტირების თარიღი: 2015-05-07.
  13. Bob Egelko. (2008-02-14) Joseph Sneed dies - longtime 9th Circuit judge. SFGate. ციტირების თარიღი: 2015-05-07.