კარლი კლოსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
კარლი კლოსი
Diane von Fürstenberg Spring-Summer 2014 05 (cropped).jpg
კარლი კლოსი 2014 წელს
დაბადების თარიღი 3 აგვისტო, 1992 (1992-08-03) (28 წლის)
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
საქმიანობა მოდელი
სიმაღლე 1.88მ

კარლი კლოსი (დ. 3 აგვისტო, 1992)[1] — ამერიკელი მოდელი და ბიზნესმენი[2]. სულ რაღაც 17 წლის ასაკში, Vogue Paris- მა შეიყვანა 2000-იანი წლების 30 საუკეთესო მოდელში. კლოსი იყო Victoria's Secret-ის ერთ-ერთი ანგელოზი 2013 წლიდან 2015 წლამდე; კლოსი თანამდებობა Victoria's Secret-ის მოდის სახლი დატოვა ორი წლით, ნიუ იორკის უნივერსიტეტში სწავლის გასაგძელებლად.[3]

მოდელირების გარდა, კლოსს აქვს ინტერესი ტექნოლოგიის მიმართ და კოლსმა შექმნა ორგანიზაცია „Kode with Klossy“, რომლის მიზანია ახალგაზრდა გოგონების დაინტერესება ტექნოლოგიებით. 2019 წლიდან კლოსი ასრულებს როლს , Bravo TV-ის მიერ გადაღებულ სერიალში Project Runway.

ადრეული ცხოვრება და განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კლოსი დაიბადა ჩიკაგოში, ილინოისის შტატში[4], დედის ტრეისის და მამის კურტ კლოსის ოჯახში, კლოსის ოჯახს დანიური, გერმანული და პოლონური ფესვები აქვს. მას სამი და ჰყავს. კლოსი ოჯახთან ერთად საცხოვრებლად სენტ-ლუისში გადავიდა 1994 წელს.

კლოსმა დაამთავრა ვესტერ გროუზის საშუალო სკოლა ვესტერ გროუში, მისურიში.[5]

2015 წლის სექტემბერში, კლოსი ჩაირიცხა ნიუ იორკის უნივერსიტეტში, ამ დროს კლოსი Victoria's Secret-ის ერთ-ერთი ანგელოზი იყო,მაგრამ მოდა დათმო და სწავლა გააგრძელა.[6]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2006 წელს, 14 წლის ასაკში, კოლოსმა ჩიკაგოში Scene Magazine- ის ივნისის ნომრის გამოსვლისთვის, წარუდგინა ფოტოები ფოტოგრაფ დევიდ ლესლი ენტონითან ერთად,კლოსის ფოტოსესიის სახელწოდებაა იყო "თითქმის ცნობილი", კლოსის ფოტოებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. კლოსი მიიწვიეს სამოდელო სახლში Elite NY.

მისი ერთ – ერთი პირველი მოდელირება იყო Abercrombie Kids– ისთვის, როდესაც კლოსი ბრუს ვებერის მიერ გადაღებულ ფოტოებში გამოჩნდა ბრენდისთვის. 2008 წლის იანვარში მან დატოვა Elite NY და ხელი მოაწერა NEXT Model Management-თან კონტრაქტს კლოსმა ნიუ – იორკის მოდის კვირეულზე 31-ჯერ გაირა, ნიუ – იორკის შემდეგ, მან 20-ჯერ გაირა პოდიუმზე მილანში, ხოლო 13-ჯერ პარიზში, 2008 წლის შემოდგომის კოლექციებისთვის.[7]

NEXT Model Management შემდეგ კლოსმა ხელი მოაწერა IMG Models–თან.

კლოსი გამოჩნდა სარეკლამო კამპანიებში ბრენდებისთვის: Rebecca Taylor, Jean Paul Gaultier, Donna Karan, Nina Ricci, Chloé, Lacoste, Sportmax, Alexander McQueen, Yves Saint Laurent, Elie Saab, Dolce & Gabbana, Gap, Bally Shoe, Bergberg Goodman, Pringle of Scotland , Dior, Hermès, Oscar de la Renta, Sonia Rykiel, Aquascutum, Topshop, Eryn Brinie, Uniqlo, Omnia Jade, Lord & Taylor, Barneys New York, American Eagle, Victoria's Secret PINK და Adidas. კლოსი არის სახე ბრენდების: Shiatzy Chen, Calvin Klein, Karl Lagerfeld, Marc Jacobs, Zac Posen, Givenchy, Gucci, Valentino, Louis Vuitton, Versace და Elie Saab.

კლოსი გამოჩნდა ჟურნალის ყდებზე W, American Elle, Allure, iD, Numéro, Vanity Fair, Dazed & Confused და ამერიკული, ავსტრალიური, იტალიური, ფრანგული, ბრიტანული, კორეული, გერმანული, იაპონური, ჩინური, თურქული , პორტუგალიური, თინეიჯერი და ლათინური ამერიკის Vogue ჟურნალსთვის.

ცხოვრების სტილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კლოსი არის კომპიუტერული პროგრამისტი. 2015 წლის აპრილში, კოლოსმა პარტნიორობა გაუწია Flatiron School-ს და Code.org-ს, და მისცა სტიპენდია სახელწოდებით Kode with Klossy, სტიპენდია მოიცავს ისეთი გოგონების დახმარებას რომლებიც დაინტერესებულნი არიან კომპიუტერული მეცნიერებით და პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიით.[8]

Momofuku Milk Bar- თან თანამშრომლობით, კლოსმა შექმნა სპეციალური რეცეპტი, სახელწოდებით Karlie's Kookies, რომელიც გაიყიდა DKNY Soho– ში ნიუ – იორკში Fashion Out Night– ის დროს, მიღებული თანხით კლოსი დაეხმარა მშიერ ბავშვებს მთელს მსოფლიოში (FEED პროექტების საშუალებით).[9]

კოლოსმა ბიზნესმენისა და ინვესტორის ჯოშუა კუშნერთან ურთიერთობა 2012 წელს დაიწყო. 2018 წლის 24 ივლისს, კლოსმა ოფიციალურად გამოაცხადა ჯოშუა კუშნერთან ქორწინება . წყვილი დაქორწინდა 2018 წლის 18 ოქტომბერს, ნიუ – იორკში.[10]

კლოსი დემოკრატია[11], მან მხარი დაუჭირა ჰილარი კლინტონს შეერთებული შტატების 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.[12]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. de Klerk, Amy. Karlie Kloss Vogue Biography. ციტირების თარიღი: January 21, 2019.
  2. Les 30 mannequins des années 2000 French. Vogue Paris. Condé Nast Publications (December 18, 2009). ციტირების თარიღი: January 20, 2010
  3. Karlie Kloss: "Only Now Do I Have The Confidence To Stand Tall & Know The Power Of My Voice". British Vogue (July 1, 2019).
  4. „Karlie Kloss: Model Profile“. New York Magazine. დაარქივებულია ორიგინალიდან — July 8, 2016. ციტირების თარიღი: August 8, 2016.
  5. Karlie. Teen Vogue (September 17, 2007). ციტირების თარიღი: July 20, 2008
  6. Karlie Kloss enrolling in NYU, she tells Glamour – am New York. am New York (August 4, 2015). ციტირების თარიღი: November 24, 2015
  7. Karlie Kloss Is Fashion Week's Top Model. New York Magazine (February 11, 2008). ციტირების თარიღი: July 12, 2011
  8. Karlie's Kookies: A Perfect 10. www.style.com (September 5, 2012). ციტირების თარიღი: November 12, 2012
  9. Karlie's Kookies: A Perfect 10. www.style.com (September 5, 2012). ციტირების თარიღი: November 12, 2012
  10. Yasharoff, Hannah. (June 24, 2019) Karlie Kloss and Joshua Kushner throw an elaborate wedding bash 8 months after tying the knot. USA Today.
  11. Gunia, Amy. (January 17, 2020) Ivanka Trump's Sister-in-Law Karlie Kloss Says She Voted Against Trump in 2016 and Will Again in 2020. TIME.
  12. Maple, Taylor. (May 3, 2017) Supermodel Karlie Kloss talks feminism, relationship with Joshua Kushner. ABC News. ციტირების თარიღი: February 12, 2020.