კარლის სკალბე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
კარლის სკალბე
Kārlis Skalbe.jpg
დაბადების თარიღი 7 ნოემბერი, 1879(1879-11-07)[1] [2]
დაბადების ადგილი ვეცპიებალგის მხარე
გარდაცვალების თარიღი 14 აპრილი, 1945(1945-04-14)[3] (65 წლის) ან 6 აპრილი, 1945(1945-04-06)[4] (65 წლის)
გარდაცვალების ადგილი სტოკჰოლმი[3]
დასაფლავებულია ლატვია
საქმიანობა მწერალი
ენა ლატვიური ენა[1]
მოქალაქეობა Flag of Latvia.svg ლატვია
ჯილდოები სამი ვარსკვლავის ორდენი და Knight's Crosses of the Order of the Lithuanian Grand Duke Gediminas

კარლის სკალბე (7 ნოემბერი/ძვ. სტ. 26 ოქტომბერი, 187914 აპრილი, 1945) — ლატვიელი მწერალი, პოეტი და აქტივისტი. ყველაზე მეტად ცნობილია მისი ფერიების 72 ზღაპრით, რომლებიც უფროსებისთვისაა დაწერილი. მას უწოდებდნენ „ზღაპრების მეფეს“[5], ხოლო მისი სიტყვები „Tēvzemei un Brīvībai“ (სამშობლოსათვის და თავისუფლებისთვის) ამოტვიფრულია რიგის თავისუფლების ქანდაკებაზე.[6]

ბავშვობა და სკოლის ასაკი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სკალბე დაიბადა ვიძემეს ცენტრალურ ნაწილში, იმავე წელს, რომელშიც კიდევ ერთი ცნობილი ლატვიური ლიტერატრის წარმომადგენელი, პოეტი აუსეკლისი (მიკელის კროგზემისი) და გარდაიცვალა გადასახლებაში. მამამისი იანისი იყო მჭედელი, დედამისი, ედე პიებალგადან იყო ისევე, როგორც კარლისის მამა. სკალბეს ოჯახში ათი ბავავში იყო, რომელთაგან კარლისი ყველაზე უმცროსი გახლდათ; მისი ხუთი და-ძმა ადრეულ ასაკში გარდაიცვალა.[7]

სკალბეს მშობლები ქრისტიანები იყვნენ. მამამისი აქტიურად ეცნობოდა როგორც თანამედროვე ლიტერატურას, ასევე თითქმის ზეპირად იცოდა ბიბლია. კარლისმა კითხვა 7 წლის ასაკში, დედის დახმარებით ისწავლა. დედამისი გახდა ოჯახის უფროსი მას შემდეგ, რაც კარლისს მამა 8 წლის ასაკში გარდაეცვალა. ოჯახის შემოსავლები მწირი იყო, რადგან დედამისი მეზობლად, მსახურ მუშახელად მუშაობდა. დედის რელიგიურობამ ახალგაზრდა სკალბეს შთაგონებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია.[7]

სკალბე პირველად სკოლაში ველკეში შევიდა, სადაც 1887 წლიდან 1890 წლამდე სწავლობდა. მისი საყვარელი საგანი იყო ბიბლია. აქ მან მჭიდრო ურთიერთობა დაამყარა ერნესტ ფელსბერგთან, რომელიც მოგვიანებით ხელოვნების პროფესორი და ლატვიის უნივერსიტეტის რექტორი გახდა. სკალბე პოეზიას პირველად ეზიარა მაშინ, როდესაც ოთხწლიანი მწყემსობის პერიოდში, საკუთარი თივის საწოლის ქვეშ პეტერის ჩენრის პოემების წიგნი იპოვა. სკალბემ საკუთარი პირველი პოემა თორმეტი წლის ასაკში დაწერა და დიდი დრო არ დასჭირდა იმისათვის, რომ პირველი ზღაპარიც დაეწერა.[7]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სკალბე მუშაობდა მასწავლებლად და ჟურნალისტად. 1905 წლის რევოლუციის შემდეგ ის შვეიცარიაში, ფინეთში და ნორვეგიაში გადავიდა. ლატვიაში ის 1909 წელს დაბრუნდა და მოგვიანებით 18 თვით რევოლუციური ქმედებების გამო ციხეში დაიჭირეს. 1916 წელს ის ლატვიელ მსროლელად იბრძოდა.

საკუთარ სამშობლოში ის 1944 წლამდე დარჩა და ქვეყანა დატოვა მას შემდეგ, რაც აშკარა გახდა, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სსრკ ლატვიას ისევ დაიპყრობდა. ის გადავიდა შვედეთში და რამდენიმე თვეში გარდაიცვალა.[8]

1987 წელს მისი ყოფილი საზაფხულო სახლი საჯარო მუზეუმად გადაკეთდა და ასახავდა მის ცხოვრებასა და მოღვაწეობას.[9] ის დაჯილდოებულია სამი ვარსკვლავის ორდენითა და სხვა მედლებით.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  3. 3.0 3.1 Скалбе Карлис // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  4. Library of Congress AuthoritiesLibrary of Congress.
  5. Rubulis, Aleksis (1970). Baltic Literature: A Survey of Finnish, Estonian, Latvian, and Lithuanian Literatures. University of Notre Dame Press, გვ. 125. 
  6. Monument of Freedom. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-05-15. ციტირების თარიღი: 2008-01-27
  7. 7.0 7.1 7.2 Ērnmanis, P. biographer, Kārlis Skalbe—Kopoti Raksti (Collected Works). Auseklis (UNRRA authorized), Stuttgart, 1947.
  8. Eksteins, Modris (1999). Walking Since Daybreak: A Story of Eastern Europe, World War II, and the Heart of Our Century. Houghton Mifflin Books, გვ. 101. ISBN 0-618-08231-X. 
  9. KARLIS SKALBE MEMORIAL MUSEUM "SAULRIETI". დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-01-25. ციტირების თარიღი: 2008-01-27